logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეს უკვე ნამეტანია!
- +

12 ნოემბერი. 2018. 13:07

 

ეს უკვე ნამეტანია!

 

მე ერთერთმა პირველმა გავაკრიტიკე პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. შედით ჩემს გვერდზე, აგრეთვე, „რეპორტიორზე“, ნახეთ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ პუბლიკაცია: „მელანო, მელანო, კიდევ ეწევი პაპიროსსა?!“

 

შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ამ უმწვავეს წერილში სულ მცირეოდენადაც კი არ დამირღვევია პროფესიული ეთიკის და ადამიანური ზნეობრიობის სტანდარტი, არ გავცდენილვარ პოლიტიკური კორექტულობის საზღვრებს.

 

მაგრამ, ის რაც შემდგომ მოხდა და დღესაც გრძელდება, უკვე ნამეტანია. აუტანელი და ამაზრზენი. და რომ მოღალატის იარლიყს დაემატა კანდიდატისა და მისი შვილების სიცოცხლის ხელყოფის მუქარები, არის მოუთმენელი და საშიში. და ამ დანაშაულებრივი ქმედების რეაგირების გარეშე დატოვება, ამ თავხედურ მოვლენაზე და ადამიანის სახედაკარგულ სუბიექტებზე ენის მოჩლექვით საუბარი არა მარტო სახელმწიფოს სისუსტის ნიშანია, არამედ გახლავთ  დანაშაული.

 

კანონი უნდა ამოქმედდეს, კანონი!

 

არჩევნების პირველ ტურში ხმა არ მიმიცია ზურაბიშვილისთვის. ახლა, მეორე ტურში, ჩემს ხმას მას მივცემ და ამით ჩემს პოზიციას გამოვხატავ მუქარის ავტორი პაწია კაცუნების მიმართ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×