logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მეტი გახარია საქართველოს მთავრობაში! კიდევ უფრო მეტი გახარია სამეგრელოში!
- +

8 დეკემბერი. 2018. 19:40

 

 

2018 წლის 28 ოქტომბერს ნაცხროვამ და სააკაშვილმა სამეგრელოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირწმინდად მოიგეს, 2018 წლის 28 ნოემბერს კი ნაცხროვამ და სააკაშვილმა სამეგრელოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირწმინდად წააგეს.

 

სწორედ ამის გამო სააკაშვილს პირზე დუჟი მოსდგომია და ჰოლანდიიდან ცოფებს ყრის - როგორ, სამეგრელო წავაგეო?

 

კერძოდ, აი, რა განაცხადა მან, როცა შეიტყო, რომ სამეგრელოს რვავე ოლქში - აბაშაში, სენაკში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩოროწყუსა და ფოთში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა:

 

„სამეგრელოში უფრო მეტი ხმა დაიწერა სალომე ზურაბიშვილმა, ვიდრე გრიგოლ ვაშაძემ! მართლა?! სამეგრელოში უფრო მეტი ხმა აიღეს „ქოცებმა“,  ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ?! ეს ხომ არის ნამდვილი გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოს საზოგადოების. მესმის, რომ სადღაც ვაკეში, უფრო მეტი ხმა აეღო, მაგრამ სამეგრელოში? იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, ეს არის სულში ჩაფურთხება თითოეული სამეგრელოს შვილის!“

 

მოკლედ, უკვირს ნაცხოვრის ბელადს და მისი გადასახედიდან სწორადაც უკვირს! - როგორ, - ფიქრობს სააკაშვილი, - სამეგრელოსთვის 9 წლის განმავლობაში პირსისხლიანი მანიაკების - ახალაიების, ქარდავების, კოდუების მთელი ბანდა მყავდა შესეული, 9 წლის განმავლობაში სამეგრელოში არნახულ ტერორს ვახორციელებდი და შიშს ვთესავდი, ჩემს ბიჭებს ოდიშის ტყეში საწამებელი ბუნაგებიც კი ავაშენებინე, სადაც მეგრელებს ვაუპატიურებინებდი, ახალაიების მიერ დაქირავებულ გამაუპატიურებელს თემურ უბირიას „ვიაგრასაც“ კი ვასმევდით, რომ თავისი საქმე ხუთიანზე შეესრულებინა და სამეგრელოში არჩევნები წავაგე? - ნუთუ სამეგრელოს მოსახლეობამ ჩემს მიერ ჩაწიხლული ღირსება აღიდგინა? - აგრძელებს ფიქრს სააკაშვილი, - ნუთუ მეგრელებმა 9 წლის განმავლობაში ძვალსა და რბილში გამჯდარი შიში გატეხეს და ხმა აღარ მომცეს?

 

ჰო, ასეა, ასეა, სააკაშვილო, შე ქართველთა სისხლითა და სამეგრელოს დაჩმორებით გაუმაძღარო პითეკანთროპო, სწორედ იმ სამეგრელოში წააგე არჩევნები, სადაც მოდარაჯე კაცის ყურს დღემდე ჩაესმის ახალაიების, ქარდავებისა და კოდუების მიერ გაუპატიურებული კაცების არაადამიანური ბღავილის ექო!

 

როცა „ვიაგრით“ აღძრული ჯალათი უბირია ოდიშის ტყეში მაგიდაზე დაბმულ მამაკაცს აუპატიურებდა, მსხვერპლი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა - „ვაღოლა! ვაღოლა!“ („არ ქნა! არ ქნა!“)

 

ჰოდა, სწორედ იმ მეგრელებმა არ მოგცეს ხმა, რომლებსაც ის „ვაღოლა!“ („არ ქნა!“) დღემდე ყურში უწუით და რომელთათვისაც თავიანთი კუთხისა და ქვეყნის ღირსება წმიდათაწმიდაა!

 

 

28 ნოემბერს ყველა ღირსეულმა მეგრელმა საკუთარ თავს უთხრა - „ვაღოლა! არ ქნა! ხმა არ მისცე მეგრელი ბიჭების გამაუპატიურებელთა ხროვას!“

 

დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ზუგდიდში, სამეგრელოს სხვა ქალაქებისა და რაიონული ცენტრებისაგან განსხვავებით, ნაცხროვის კანდიდატ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მიზერული სხვაობა დაფიქსირდა - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გამაუპატიურებელთა ხროვის კანდიდატს ოდენ 542 ხმით აჯობა.

 

სამწუხაროდ, ზუგდიდში სულ რაღაც 542-ით მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთათვისაც საკუთარი ქალქისა და კუთხის ღირსება უზენაესია!

 

სამწუხაროდ, ზუგდიდში სულ რაღაც 542-ით ნაკლები აღმოჩნდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ახალაიები, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და ოდიშის ტყეში საკუთარ თანამოძმეთა გაუპატიურება, მუდმივი შიში, ტერორსა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ცხოვრება ენატრება!

 

რას ვიზამთ, რაც არის, ეს არის. მთავარია, რომ სამეგრელომ გამოღვიძება და მიშისტური ბანგისაგან თავის დაღწევა დაიწყო, დანარჩენს კი ნელ-ნელა ეშველება, ოღონდ, „ქართულმა ოცნებამ“ ძველებურად აღარ უნდა ჩაისვაროს და მანიაკებთან კოჰაბიტაცია აღარ უნდა გააგრძელოს.

 

და ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი რამ: იმას, რომ სამეგრელოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველი ტურისაგან კარდინალურად განსხვავებული შედეგი დადგა, ხალხის გამოღვიძებასა და შემართებასთან ერთად, ერთი დიდი მიზეზი აქვს, უფრო სწორად, ერთი დიდი მიზეზი ჰყავს და ამ მიზეზს გიორგი გახარია ჰქვია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც პირველი ტურის შემდეგ მთელი წინაასარჩევნო პერიოდი მშობლიურ სამეგრელოში გაატარა, თავისი ინტელექტუალური რესურსითა და სუფთა ბიოგრაფიით შეძლო, სამეგრელოს ანტიმიშისტურ ელექტორატში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდია წარმოადგენს, მაკონსოლიდირებელი როლი ეთამაშადა ხელისუფლებაზე სამართლიანად განაწყენებულ ადამიანებში რწმენისა და იმედის ნაპერწკალი გაეღვივებინა.

 

ასე რომ, მეტი გახარია საქართველოს მთავრობაში, კიდევ უფრო მეტი გახარია სამეგრელოში და სააკაშვილი მარტო საქართველოს პოლიტიკური სივრციდან კი არა, სექტავიზია „რუსთავი 2“-ის ეთერიდანაც კი უკვალოდ გაქრება!  

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×