logo_geo
eng_logo
კობა ხაბაზი ისევ ამოვიდა სარკოფაგიდან!
- +

15 დეკემბერი. 2018. 03:42

 

არჩევნების პერიოდში "ნაციონალებს" კობა ხაბაზი გადამალული ჰყავდათ ერთ-ერთ სარკოფაგში. იციან მაგათ, როდის ვინ უნდა გაჟღინთონ კუპრით და გადაუძახონ დროებით სადმე. მე თუ მკითხავთ, ნიკა მაჭუტაძის ბოდიალს ისევ კობა ხაბაზის სისულელეები სჯობდა, მაგრამ ეტყობა, ახლა ასე იყო საჭირო, ვერ შევედავები.

 

ჰოდა, მეორე ტურის დამთავრებისთანავე ამოვიდა კობა ხაბაზი სარკოფაგიდან და ეგრევე დაახეთქა დიდი სიბინძურე - ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილმა მოკლაო. გავუტარე, საქმე გარდაცვლილ ადამიანს ეხებოდა და ნამდვილად  არ მინდოდა მისი ხსენება არც ავად, არც კარგად. აი, გამოხდა ხანი და ისევ მოაღო პირი გაზომბებულმა ხაბაზმა:

 

"მსოფლიო ისტორიამ, აქამენიდების ცრუ ბარდიადან დაწყებული, ცრუ დიმიტრით დამთავრებული, ბევრი ცრუ მეფის სახელი შემოგვინახა, მაგრამ ცრუ პრეზიდენტი მგონი პირველია და საქართველოს შეგვიძლია "ვიამაყოთ"! "ცრუ პრეზიდენტი სალომე", საქართველოს ისტორია მის სახელს ალბათ ასე შემოინახავს".

 

კობავ ბატონო, ცრუ მიხეილი რატომ არ შეიყვანეთ სიაში? ან კი "შადრევან პირველი" რად დაივიწყეთ, ვითომ? ისტორია ვის როგორ შემოინახავს, ეგ თქვენი ტელევიზორივით თავის განსასჯელი არ არის, მაგას დრო თავად გვიჩვენებს!

 

შედი, კაცო, სარკოფაგში, რა მალ-მალე ამოხვალ ხოლმე?!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×