logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ბჟუტურს მორჩით, ბატონო „ჟურნალისტებო“ და „ექსპერტებო“ და საქმეს მიხედეთ
- +

16 დეკემბერი. 2018. 17:29

 

ვისაც გჯერათ, გაგატარებთ, მარა მე ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველია! (?!)

 

ხელოვნურად გაზრდილი ელექტორატი ვიღაცისთვის „აუცილებელი“ აქცია გახლდათ!

 

მას შემდეგ, რაც ალიანსმა 300 ათასი ხელმოწერით გამაგრებული (თუ ესეც შეგნებულად და წინასწარ გათვლილი არ არის) პეტიცია შეიტანა პარლამენტში „ნაცების“ მოღვაწეობის სამართლებრივი შეფასების შესახებ, არჩევნების შედეგის მომდევნო დასკვნა შემდეგი უნდა იყოს: - როგორ და რაგვარად შეიძლება იმ პოლიტიკური ორგანიზაციის კანონგარეშედ გამოცხადება, რომელსაც ლამის ამომრჩეველთა ნახევარი უჭერს მხარს! (?!)

 

ეს პრეტენზია მიღებული ორასი და გნებავთ ოთხასი ათასი ხმითაც პროტესტად ვერ გახმოვანდებოდა!

 

როგორ და რა მანქანებით მოხდა ასეთი რაოდენობით ელექტორატის დაფიქსირება და ვის სჭირდება 2020 წლის არჩევნებამდე „ნაცების“ როგორმე მითრევის კიდევ ერთი თავგამოდებით ცდა, ამის გარკვევა ვისი თავის ტკივილია?

 

ჩვენი ხომ არა?!

 

ბჟუტურს მორჩით, ბატონო „ჟურნალისტებო“ და „ექსპერტებო“ და საქმეს მიხედეთ, სანამ თავის ტკივილი სხვა რამის ტკივილად არ გექცათ!

 

ეს ისე, მოკლედ! ცოტა უფრო გრძლად და უფრო სერიოზულად ცალკე მოგახსენებთ!

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×