logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: SOS! SOS! SOS! ეს „მოვლენა“ არის საგანგებოდ შესასწავლი!
- +

5 იანვარი. 2019. 19:56

 

SOS! SOS! SOS!

 

მერაბ ბლადაძის შემაშფოთებელი პოსტი. ეს არ არის ლოკალური თემა. საქვეყნოა!!!

 

და  ეს „მოვლენა“ არის საგანგებოდ შესასწავლი! ს ა გ ა ნ გ ე ბ ო დ ! და რეაგირებაც ადეკვატური ჭირდება.

 

ამ „მოვლენას“ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ეწოდოს „სახელმწიფო დანაშაული“!

 

აი, ამ „მოვლენით“ დაუყონებლივ უნდა დაინტერესდეს არა მარტო პრემიერი, არამედ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. ეს არის მთავარი, უმნიშვნელოვანესი დ არა...  ბუსუსებიანი პრეზერვატივების „პრობლემა“.

 

ჯანმრთელობის (და კიდევ „რაღაცეების“) სამინისტრო ჰყავს ამ ქვეყანას?

 

ამ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს „აკლებული“ უნდა ჰყავდეს მთელი მედია სივრცე, მათ შორის, ინტერნეტი, „ფეისბუქი“ და მოსახლეობას ამარაგებდეს სათანადო ინფორმაციით...

 

მახსოვს, ანალოგიური ეპიდემიების დროს აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილი ყოველ საღამოს კონტაქტობდა მოსახლეობასთან, უპასუხებდა შეკითხვებს, იძლეოდა რჩევებს...

 

სახელმწიფო იცავდა ხალხს და ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე. თქვენ? მთლად ნუ გადაგვარდით!!!

 

დაუნახავი არავინ არის. სიკეთეს, რაც ხდება ამ სფეროში, ვხედავთ და ვაფასებთ კიდეც. მაგრამ, ვერც აღშფოთებას დავმალავთ, როცა გრიპის საწინააღმდეგო ერთი აბი 5 ლარი ღირს, როგორც ამას უფლებდამცველი ბლადაძე „ღრიალებს“. არავითარი საფუძველი არ გვაქვს არ ვენდოთ ასეთ განცხადებას. არის თუ არა ეს „მაფიის“ ზეობა რეალობაში?!

 

აი, სწორედ ამიტომ ვკითხულობთ: სად არის სამინისტრო? რატომ არ ჩანს მინისტრი? ნამეტნავად ხომ არ აწყინა ავანსად გაცემულმა „ქებამ“? რატომ უკავია სირაქლემას პოზიცია? შევახსენებთ: ქებიდან „სახალხო პანღურამდე“ სულ პაწია ერთი ნაბიჯია!

 

ასევე: სად არიან ის სტრუქტურები, რომლებიც ასეთ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანად უნდა ჩანდნენ? „ვერა რეჩკას“ ადიდებას ელოდებით? მსხვერპლი მგონი, უკვე უფრო მეტია...

 

ადამიანი უწინარეს ყოვლისა!

 

გეყურება, მთავრობა?!

 

 

*********************************

 

აქვე, გთავაზობთ უფლებადამცველი მერაბ ბლადაძის პოსტს, რომელსაც იგი სოციალურ ქსელ Facebook-ში აქვეყნებს:

 

„ტამიფლუ“, ერთი აბის ფასი ხუთი ლარი, მინიმუმ ხუთი დღე უნდა მიიღო, დღეში ორი აბი...

 

იმ ფონზე, როდესაც ნახევარი აჭარა ლამის „დახოცილები ვართ გრიპით, ბათუმში მხოლოდ ერთ აფთიაქში „ირინაში“ იყიდება ეს, ერთადერთი წამალი, რომელიც ამ უბედურ გრიპს შველის...

 

ამათაც დრო იხელთეს და ერთი აბი ხუთი ლარი...

 

ვინც იტყვის, სამედიცინო სფერო დალაგებულია საქართველოშიო, რიგითი ქართველის ბიუჯეტი მისცა ღმერთმა, განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს...

 

დაახლოებით 40-მდე, თუ მეტი არა ექიმია საქართველოს პარლამენტში და რომ ჰკითხო, დიდ საქმეს აკეთებენ... უქნარები, ყველაზე ჩასვრილი სფეროა მედიცინა საქართველოში“, - ბლადაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×