logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: აი, ეს არის გენიალური გამოსავალი!
- +

8 იანვარი. 2019. 20:51

 

არა, რააა... ვაღიარებ ქართველი კაცის ნიჭიერებას!

 

როგორც იცით, მთავრობამ გამოგვიცხადა, 2019 წლიდან ყველა სახის ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს ტექდათვალიერებაო.

 

კი, ბატონო, ჩაუტარდეს და ჩაუტარდეს, ბევრისთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მოგეხსენებათ, რეგიონებში ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა - ჩვენი გლეხობა ვირის "ტაჩკების" ნაცვლად იყენებს "ჟიგულებსა" და "ვოლგებს", რომელთა 95 პროცენტი ვერ გაივლის ტესტირებას.

 

სულ ვფიქრობდი, ნეტა რა კონტრზომებს მოიფიქრებს კლეხკაცობა-მეთქი?

 

და აჰა, მათ მოძებნეს გენიალური გამოსავალი:

 

ვინაიდან, ჩვენ ავტომობილებს ტექდათვალიერებას ვუტარებთ ტექნიკური პასპორტის გაცემის თარიღის მიხედვით (თუ მაგალითად, ტექპასპორტი გაცემულია 15 მაისს, ტექდათვალიერება უნდა ჩატარდეს ამ თვეში), რეგიონებში მასობრივად გადააფორმეს ცოლებზე, ძმებზე, დებზე, შვილებზე და რეგისტრაციის თვედ დააფიქსირეს დეკემბერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილებს, რომლებსაც უკნიდან ბოლი გასდიოდათ, 2019 წლის დეკემბრამდე თითსაც ვერავინ დააკარებს. მაგალითად, კახეთში იძახიან, 1 წელიწადიც კარგია, მერე კი ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონიო.

 

მართალია, ამით სახელმწიფომ არ იზარალა, მანქანის გადაფორმება იმდენივე ჯდება, რამდენიც ტექდათვალიერება (60 ლარი) და ამას თუ სანომრე ნიშნების საფასურსაც დავუმატებთ, მოგებაშიც კი დარჩა, მაგრამ მაგარი ის არის, მთავრობას თავისივე მიღებული კანონი გლეხობამ იქით რომ შეუტრიალა, ანუ გამოსავალი მაინც მოუძებნა.

 

მთავარი კი ამ შემთხვევაში ჩვენი გლეხობის ყოფაა. არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც ვენახსა და ბაღ-ბოსტანში მისასვლელად ძველ მანქანას იყენებს, ეს უფლებაც ჩამოართვა და კალოშების ამარა დატოვო. აქ რაღაც აქვს მთავრობას მოსაფიქრებელი, თორემ რეგიონებში ძალიან კარგად ახსოვთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიპეტიები!

 

რა მივიღეთ ახალი კანონით? არაფერი, ვისაც ბოლი გასდიოდა, ისევ გაუვა 1 წლის განმავლობაში, ვისაც არ გასდიოდა, მაინც არ გაუვა და ფაქტობრივად, ვრჩებით იგივე მდგომარეობაში!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×