logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: თანადგომას ვუცხადებ გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილს!
- +

31 იანვარი. 2019. 21:46

 

ის რაც რამდენიმე დღის წინ დავააანონსე მინდა სწორედ ამაზე ვისაუბრო არა რაიმე გულისტკივილით, არამედ როგორიც მაქვს პრინციპული ხასიათი და ხისტი, რომელიც ბევრს აფრთხობს!

 

ცოტა შორიდან მინდა დავიწყო როცა ცხოვრებამ სრულიად ბავშვი მომახვედრა ეროვნულ მოძრაობაში და მეც სრულიად უანგაროდ, უშიშრად და გულწრფელად არ დავზოგე საკუთარი თავი, რადგან მერაბ კოსტავასი არ იყოს თავად ეროვნული მოძრაობა მიყვარდა და არა საკუთარი თავი! მეგონა რომ ყველა ასე იყო, მერე აღმოჩნდა რომ მეხუთე კოლონაც არსებობდა გარკვეული დაფინანსებით, ზოგიერთი თავსაც აცემინებდა პოლიციას „მოწამეობრივი“ სახელისთვის და გარკვეულ საფასურად და სხვათაშორის ასეთ კატეგორიას მართლა ცუდადაც ექცეოდნენ და პატივისცემას არ იმსახურებდნენ. მე მაგალითად თუ ვინმე გამეხებული ჯალათი არ იყო, არავის უკადრია რაიმე მძიმედ შეურაცხმყოფელი. რადგან იცოდნენ რა რწმენით ვიდექი და როგორი გულწრფელობით, იმას კი მეუბნებოდნენ რომ თავს დაიღუპავ ამ მოძრაობაშიო. (ფიზიკურად გადავრჩი, მაგრამ მთელი ცხოვრება მართლა გავინადგურე, რადგან დღემდე ვრჩები ბევრისთვის მიუღებელ ადამიანად!) როდესაც „ობიექტივის“ ტელევიზიაში შევდგი ფეხი მაშინვე დაიწყო ცილისწამებების გავრცელება რომ, სადღაც კაბინეტში ვიყავი წამოკოტრიალებული და თავზე დოლარებს მაყრიდნენ, პირველი გადაცემიდან ბოლო გადაცემამდე სრულიად უანგაროდ ვემსახურე ეროვნული მოძრაობის იდეას და ყველა გადაცემა ეხებოდა ეროვნული მოძრაობის საკითხებს, ისეთი ხალხი გამოვიყვანე ტელევიზიის კარი სამუდამოდ რომ ჰქონდათ დახშული და ღირსეულადაც წამოვედი, ეს შეუძლია ნებისმიერ დროს დაადასტუროს ირმა ინაშვილმა! ახლა იგივე ნიაღვარი წამოვიდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში რაც დამაფიქსირეს და ასეთ ცილისმწამებლებს ვეტყვი რომ აქაც მსგავსი რამ იყო, ბოლომდე ვემსახურე სამართლიანობას, არ დამიტოვებია არც ერთი ქალაქი სამეგრელოსი სადაც სიტყვით არ გამოვსულვარ, (სხვათაშორის მავანნი სულ ჭრიდნენ facebook-გვერდებზე ჩემს ფოტოებს), ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვინც ქ-ნ სალომეს გუნდიდან სიტყვით გამოვდიოდი, დანარჩენი თანმხლები პირები იყვნენ მხოლოდ ტექნიკური პერსონალი... მე მიმაჩნია რომ ჟურნალისტი რომელიც აქტიურად გამოხატავს საზოგადოების წინაშე პოზიციას არა მხოლოდ საგაზეთო ფურცლებზე არამედ ხან სცენაზე მიკროფონით, ხან ქუჩაში მეგაფონით ხდება საზოგადო მოღვაწე და ჩემთვის მთავარია ის დიდი სიყვარული რომელსაც ჩემდამი გამოხატავენ წალენჯიხიდან ლაგოდეხამდე! ამიტომაც ვერ შემოვიფარგლები ოთხ კედელში გამოკეტვით, სადაც ვიღაც ჰალსტუხიანი ჩინოვნიკი მიბრძანებს წერე ირაკლიო, გამორიცხულია!

 

მე ვრჩები სალომე ზურაბიშვილის თანამდგომად და თანამებრძოლად! ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები და მეგობრობა, რადგან ჩინოვნიკები მიდიან და მოდიან და ამის მომსწრეც ვიქნებით მრავალჯერ. პოლიტიკა რთული სფეროა და ვიმედოვნებ ჩემი და ქ-ნ სალომეს გზები არასოდეს გაიყოფა! იმედი მაქვს ცნობისმოყვარენი ამ ჩემი განმარტებით დაკმაყოფილდებიან!

 

მინდა უფრო მნიშვნელოვან საკითხს შევეხო რომელსაც ადგილი აქვს როგორც საჯარო სივრცეში, უფრო მძაფრად კულისებში მოსკოვის აგენტურის მხრიდან შსს მინისტრის წინააღმდეგ, სადაც ჩართულები არიან კართოტეკიანი სასულიერო პირები, სხვადასხვა პარტიები წარმომადგენლები, საეჭვო ფონდების მსახურები, ჩინოვნიკები და ადმინისტრატორები, თქვენი ყველა მცდელობა კრახით დასრულდება და ნელ-ნელა თავად ჩამოცილდებით სამსახურებსაც და პოლიტიკურ არენასაც! აბსოლუტურ თანადგომას ვუცხადებ გიორგი გახარიას!

 

ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რომელიც სახელმწიფო ჩინოვნიკია და არა პოლიტიკოსი და მიმაჩნია ყველაზე ღირსეულ ადამიანად ქვეყანაში! ვინც კი განსხავებულად ფიქრობს, ვინც არ უნდა იყოს და რომელი გუნდის წევრიც, მასთან ჩემი გზები გაიყოფა და ჩავთვლი არაკეთილსინდისიერ ადამიანად!

 

ირაკლი შონია

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×