logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 1945 წლის 4 იანვარს ფოლად ბულბულ-ოღლი დაიბადა
- +

4 თებერვალი. 2019. 16:00

 

 

1945 წლის 4 იანვარს ბაქოში დაიბადა ცნობილი საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ფოლად ბულბულ-ოღლი. მამამისი გახლდათ ცნობილი მომღერალი მურთუზა მამედოვი, ფსევდონიმით ბულბული, ხოლო დედა ადელაიდა კასუმოვა იყო დედით ქართველი, რომელიც თბილისში დაიბადა. ფოლადის ბებია, დედის მხრიდან, იყო ქეთევან ვეზირიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილის დისშვილის - გიორგი ვეზირიშვილის ქალიშვილი. ამაზე ძალზე საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული პროფესორ ვაჟა შუბითიძეს, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია და იმედია, წაიკითხავს ამ სტატუსს. 2015 და 2016 წლებში - ვაჟას და ვალერი ასათიანის მოწვევით - ფოლადი ორჯერ იყო ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში, სადაც ვეზირიშვილების გავერანებული სახლი დგას და მის აღდგენაში დახმარებასაც შეპირებია მათ. მოკლედ, ფოლად ბულბულ-ოღლის ბებია ქართველი იყო, თან დიდგვაროვანი ქართველი... მეც არ გამიკვირდა, ასე კარგად როგორ მღერის-მეთქი? თურმე, მასში ქართული გენი და ბულბული მღერის, რომელიც გვარშიც ურევია, რადგან „ბულბული“ აზერულად ბულბულს ნიშნავს და ეძახიან კიდეც ფოლადს „აზერბაიჯანელ ბულბულს“...

 

ჩემს თაობას კარგად ახსოვს მარიანოვიჩი, კარაკლაიჩი და... ბულბულ-ოღლი, თავისი ლეგენდარული და დაშხოშიანი სიმღერებით, განსაკუთრებით კი აი, ამით...

 

მიდი, ჩართეთ და წავიდა, ბავშვობა წინ დაგიდგებათ:

 

Ты мне вчера сказала, что позвонишь сегодня,

Но не назвав мне часа, сказала только: Жди...

И вот с утра волнуясь, я жду у телефона -

И беспокойно сердце стучит в моей груди...

 

აი, აქ ხმა დააგრძელეთ და ცოტა აზერულად მოუქციეთ...

 

Быть может ты забыла мой номер телефона)))

Быть может ты смеешься над верностью моей ))))))

Но я не понимаю, зачем ты так сердита))))

Ну перестань смеяться и позвони скорей)))))

Но я не понимаю, зачем ты так сердита))))

Ну перестань смеяться, и позвони скорей...“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×