logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ღირს თუ არა ამ კოშმარის გამომზეურება?!
- +

12 თებერვალი. 2019. 18:52

 

პირველი რეპრესირებულები იმათი ჩაშვებული, გადასახლებული და დახვრეტილია, მერე თავად რომ მოყვნენ რეპრესიაში იმათგან, ვისაც არც თვითონ ასცდა ციმბირი და დახვრეტა!

 

მაშინ, სსრკ-ში სამ მილიონზე მეტი „ანონიმკა“ დაიწერა „ტროიკის“ ხელით და მათი ოთხმოცი პროცენტი პარტიული წმენდის „მსხვერპლი“ თვითონ გახდა!

 

ხოშტარიას ქალბატონის ინიციატივაზე ვამბობ: - სსრკ-ს დროინდელი რეპრესირებულების მუზეუმის გახსნა რომ უნდათ!

 

გასაგებია, რომ იდეის ავტორებს საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე აქვთ ორიენტირი და საქმეც სწორედ ეგ გახლავთ!

 

ჯობია, იდეის განხორციელებამდე ვიღაცამ ემოციით კი არა, ჭკუით ჩაიხედოს არქივებში, ღირს თუ არა ამ კოშმარის გამომზეურება?!

 

მე არავინ მეკითხება, თორემ მუზეუმის ნაცვლად, 1937 წლის არდასავიწყებლად, მემორიალს მართლა დავდგამდი წარწერით: - „ტრაგედია უგმიროდ“!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×