logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა ბიძინა ივანიშვილზე: მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო თავდადებისა და თავგანწირვისთვის
- +

18 თებერვალი. 2019. 13:52

 

 

ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი ეს სტატუსი, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ ანგარებას ვერავინ დამწამებს, რადგან მე და ჩემს ოჯახს არასოდეს და არანაირი უშუალო ან არაუშუალო შეხება არ გვქონია ბატონ ბიძინასთან... სწორედ ამიტომ ვარ თამამი ჩემს გამონათქვამებში.

 

ბევრი რამ მეც არ მომწონს, თუნდაც სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მაგრამ დღეს ბატონი ბიძინას დაბადების დღეა და არ მინდა, რომ პოლიტიკურ ლაბირინთებში შევიდე... ამიტომ მის მიერ ქვეყნისთვის ნაკეთებ კეთილ საქმეებს შევეხები და არასოდეს დავიღლები ამ დიდი ქველმოქმედისთვის მადლობის გადახდით. რაკი დღესაც დაახლოებით იმ აზრზე ვარ, როგორზეც თავიდან ვიყავი, ამიტომ ოდნავ შეცვლილი სახით გავიმეორებ ჩემს 2014 წლის პოსტს და ასე მივულოცავ მას დღევანდელ იუბილეს.

 

1956 წლის 18 თებერვალს სოფელ ჭორვილაში დაიბადა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ქველმოქმედი და ქვეყნის უახლეს ისტორიაში უდიდესი გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს დიდი მამულიშვილი და საამაყო მოქალაქე – ბიძინა ივანიშვილი. პირველ რიგში მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მას თავდადებისთვის, მე ვიტყოდი, თავგანწირვისთვის და საეჭვოდ დემოკრატიული ქვეყნის დროულად „დახსნისთვის“.

 

ბიძინა ივანიშვილმა აწი თითი–თითზეც რომ არ დაადოს თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ (რაც არასოდეს მოხდება) და სულ ფეხი–ფეხზე გადადებულმა იცხოვროს, აი, თუნდაც ისე, როგორც ამ ფოტოზე ხედავთ, იგი, მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, მხოლოდ ორი ისეთი დიდი და ღირსეული საქმით შევა საქართველოს ისტორიაში, როგორიცაა – წმინდა სამების ტაძარი და დემოკრატიის ჭრაქის – მიხეილ სააკაშვილის – რეჟიმის დასრულება.

 

დიდი მადლობა მას ამ თავგანწირვისთვის.

 

მახსოვს, როგორ ქილიკობდა მავანი, ესაოდა ივანიშვილმა 20 წელი იმიტომ იქველმოქმედა და იმიტომ დაახარჯა მილიარდები ქვეყნის აღმშენებლობასა და წარსულში ღვაწლმოსილი ადამიანების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას, რომ მიზნად ისახავდა ქვეყნის სათავეში მოსვლასო... აკი გახდა ქვეყნის პირველი და უმთავრესი პირი და, მიუხედავად მილიონობით ადამიანის თხოვნისა, პოსტიდან თავისი ნებით წავიდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, რომ იმჯერადაც პირში ჩალაგამოვლებული დატოვა „კონსტრუქციული ოპონენტები“.

 

დღეს ბევრს აღარ სჯერა მისი, მაგრამ მე მაინც მწამს, რომ ბატონი ბიძინა მოცემულ სიტყვას შეასრულებს და უახლოეს ხანში საქართველოში იქნება ძლიერი საშუალო ფენა, ლაღი და ბედნიერი სახეები, მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოება და სამართლის ზეიმი (რასაც განსაკუთრებით ველით). რატომ მწამს? იმიტომ რომ ბიძინამ იცის მიცემული სიტყვის ფასი!

 

ბატონო ბიძინა, კიდევ ერთხელ გილოცავთ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ – თქვენს დიდ ოჯახთან ერთად.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×