logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ხელები შორს ჩვენი პატივცემული, უფროსი თაობისგან!
- +

30 მარტი. 2019. 14:50

 

შეძვერით საკუთარ სოროებში, კენკეთ თქვენი ჭიანი საკენკი და ეფხორეთ თქვენნაირ

ნახევარქათამებს!!!

 

ხელები შორს ჩვენი პატივცემული, უფროსი თაობისგან!

 

ერი, რომელსაც აქვს ფუფუნება, მინიმუმ ორი ასეთი მაესტრო ჰყავდეს, უკვე ბედნიერია!

 

მაგრამ აბა, რა შეგვირგია, რო?

 

ცოტა ხნის წინ უმოწყალოდ ჩაქოლეთ ქალბატონი ნანი, აკადრეთ უკადრებელი, ქალი ლამის ინფარქტამდე მიიყვანეთ, მოსკოვში რატომ უნდა იმღეროსო, აი, ახლა ბატონ ჯემალს მიადექით!

 

ერთს გეტყვით!

 

იმ 9 აპრილის მერე (სადაც მე და ჩემნაირები რუსთაველზე ვიყავით, რაღაც არ მახსოვხართ ბევრნი, არც თქვენი მშობლები), საქართველო ჯერაც არ დამდგარა ფეხზე!

 

ჩვენ ვტირით ჩვენს გოგო-ბიჭებს, და ჩვენს მარადიულობაში გადასულ გმირებს. მათ რიგებს, სამწუხაროდ, ყოველ დღე ახალი რაზმი ემატება!

 

იმიტომ, რომ ომი არ დამთავრებულა!!!

 

ამ ომში ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია, ზოგი კალმით, ზოგი ჰანგით, ზოგი ლექსით, ზოგი ქცევით!

 

თქვენ, უსაქციელო, უსქესო, უსამშობლო, უჯიგარო, მოკლედ, უუუუუუ-ს ბნელეთო, ისიც არ გესმით, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც მალამო შექმნეს და იარები მოურჩინეს ბრძოლაში გათანგულ ქართველებს!

 

თუმცა, არა, ზუსტადაც იმიტომ აღვირახსნილობთ, რომ გესმით!

 

გინდათ, საქართველო ერთ დიდ ამორფულ მასად გადააქციოთ!

 

ა რ  გ ა მ ო ვ ა!

 

ბატონ ჯემალს 100-ჯერ შეეძლო ისრაელში, ფეხი ფეხზე გადადებულს ეცხოვრა, მაგრამ ვერასოდეს ვერ დათმო თავისი საყვარელი საქართველო!

 

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ქალების მიმართ, ვინც მას იცნობს, კარგად იცის, რომ ასეთი სათუთი, ლმობიერი და კორექტული ადამიანი მეორე არ დადის! „ტიტების“ ახალ ვერსიაში ბატონმა ჯემალმა ხაზი გაუსვა მამაკაცების როლს, საქართველოს ისტორიაში, ისინი უმღერიან ქალბატონებს და სამშობლოს!

 

თამარის სამშობლოს!

 

მავანნი ცდილობს, წაშალოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, აკნინებს კორიფეებს და  საქართველოს ინტელექტუალურ პლაცდარმს, რადგან ბრბო მარტივი სამართავია!

 

ეს უნდათ და ამას ცდილობენ!

 

თქვენი ზრახვები ბნელი და პერსპექტივასმოკლებულია.

 

შეძვერით საკუთარ სოროებში, კენკეთ თქვენი ჭიანი საკენკი, ეფხორეთ თქვენნაირ

ნახევარქათამებს!

 

ხელები შორს ჩვენი პატივცემული, უფროსი თაობისგან!

 

P.S. მართლა შორს წასული ხომ არ გგონივართ ქალაქიდან? ჩანგალსაც ავლესავ და თქვენს  „არტილერიებსაც“ დავუვლი!

 

ბატონო ჯემალ, ქალბატონო ნანი, თქვენ ჩვენი სიმდიდრე ხართ!

 

 

 

ლალი მოროშკინა

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×