logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „გრუ“-ს ბებერი გენერლის“ ფბ-ფოსტიდან
- +

30 მარტი. 2019. 13:00

 

 

„გრუ“-ს ბებერი გენერლის“ ფბ-ფოსტიდან

*******************

 

ახალგაზრდების საყურადღებოდ: კარგად, დაკვირვებით წაიკითხეთ ქ.მეგი ყურაშვილის პოსტი, რისთვისაც მადლობას ვწირავ... ღირს ამის გამო თავის შეწუხება. აი, დარდი, თუ ოკუპანტის ენაზეა დაწერილი...

 

ამ პოსტზე გამოხმაურების სურვილი წაკითხვისთანავე გამიჩნდა, რამეთუ უმალ გამახსენდა ერთი უსიამო ფაქტი: ამ რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლების მაღალი ეშელონიდან წასვლის მინიშნება, ნებაყოფლობით და, ცოტა არ იყოს, უტაქტოდაც, აგრძნობინეს ერთ ფრიად დამსახურებულ და ქვეყნისთვის მეტისმეტად საჭირო პერსონას. მოტივი იყო ერთობ ღიმილისმომგვრელი (სატირალი რომ არა): 70 წლის, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების ინტელექტუალთან, თურმე, თავს უხერხულად გრძნობდნენ მასზე 35-40-50 წლით ახალგაზრდა... ჭუჭუ'ლაშვილები. მის ადგილზე კი დასვეს 23 წლის ბიჭუნა, რომელსაც არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია. მით უმეტეს იმ სფეროში, სადაც მაღალი ინტელექტის მიუხედავად, ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილების დეფიციტი გამორიცხავს რაიმე სერიოზულ წარმატებას.

 

ვიმეორებ, მოტივაციას: ამ ბებერი(!) პერსონის ასაკი თურმე დისკომფორტს უქმნიდა მეტისმეტად საეჭვო ბიოგრაფიის... ჭუჭუ'ლაშვილებს.

 

ჰოდა, პარტიებში, ხელისუფლებაში, ბიზნესში, სასწავლებლებში, ცენტრსა თუ პერიფერიაში მოყელყელავე ჭუჭუ'ლაშვილებს მინდა გავანდო „საიდუმლო“:

 

არ არსებობს ისეთი „ავადმყოფობა“, რომელსაც ქვია... ს ი ბ ე რ ე!

 

კი არსებობს სკლეროზი, ალცჰაიმერი, სახსრების სისუსტე... კი, კი, ეგ და კიდევ სხვა „მდგომარეობა“ ასაკის თანმდევი სენია, მაგრამ ეს არ არის ყველასთვის, მით უმეტეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისთვის სავალდებულო, გარდაუვალი, აუცილებელი!

 

ასე რომ ფრთხილად შეფასებებისგან. ყველა და ყველაფერი ერთი არშინით არ იზომება... არც მხოლოდ საკუთარი ბაბუების ქცევით და ინტელექტით, მით უმეტეს, იმათი, ვინც იმ ცნობილი ანეგდოტისა არ იყო, ტყვეობაში ყოფნისას... დახვრიტეს და მაინც ცოცხლებად დარჩნენ.

 

თქვენ კი, ჩემო ბებერო(!!!) მეგობრებო, ქვეყნისთვის დამაშვრალო ადამიანებო, გული არ გაიტეხოთ, რამეთუ ქვემოთ გაზიარებული პოსტით შეგახსენებთ, ჩვენ ასაკში, ვინ და რას „ხალისობდა“...

 

სიბერე სიმაღლეზე მხტომელობის და სპრინტერობის სინონიმი კი არ არის, არამედ ს ი ბ რ ძ ნ ი ს!

ამ აქსიომას თავიანთი ცხოვრებით და შემოქმედებით ადასტურებდნენ ას წელს მიღწეული კაკი შანიძე, „ბებერი“ ივანე ბერიტაშვილი, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე... თუნდაც, ახლახან წასული 94 წლის მარიკა ლორთქიფანიძე, 85-ს გადაცილებული მერაბ ბერძენიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი... ანდა, დღესაც დაუზარელი და (დღეგრძელობა მისურვებია) 95-ს მიტანებული აკადემიკოსები მზექალა შანიძე, ოთარ ჯაფარიძე; 86-ში მყოფი ცნობილ ჟურნალისტი და მთარგმნელ გურამ გოგიაშვილი, ყოველდღიურად რომ გვანებივრებს ფანტასტიური პუბლიკაციებით, ანდა, 83 წლის პოპულარული სტალინისტი და ყოველკვირეული ბლოგერი პოლემისტი გრიგოლ ონიანი, უნიჭიერესი და „უხვმოსავლიანი“ ნაღდი პუბლიცისტი, 82 წლის არმაზ სანებლიძე... ანდა, 83 წლის გამოჩენილი პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი რეზო ამაშუკელი... რომელი ერთი ჩამოვთვალო...

 

ისე, თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, ამ ყველაფერს განათლება- ჭკუანაკლულ, (ენაშეუკავებლობა რომ ჭირთ), იმ „პუბლიცისტებისთვის“ უფრო ვწერ... მაგ უტიფრებს მაინც არაფერი ეშველებათ, მაგრამ მაინც ვცდილობ მინიშნებას... ერთი მთაწმინდელი პოეტისა არ იყოს: „საქართველო შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი“.

 

(სხვათაშორის, ეს სტრიქონები თუ იცით ამ „დისიდენტმა“ პოეტმა რომელ „დისიდენტს“ მიუძღვნა?..)

 

შენ დაუკა და ტაშიც დასცხე, კუკური!

 

***

 

НЕТ ТАКОЙ БОЛЕЗНИ - СТАРОСТЬ...

 

Я не знаю, сколько вам лет, мой читатель, но я думаю, что вам будет интересно узнать, что:

 

*Марк Катон, римский сенатор, выучил греческий язык в 80 лет.

 

*Сократ только в возрасте 70 лет научился играть на многих музыкальных инструментах и успел овладеть этим искусством в совершенстве.

 

*Микеланджело создал свои самые значительные полотна в возрасте 80 лет.

 

*В 80 лет Гете закончил своего «Фауста».

 

*Немецкий историк Леопольд Ранке свою «Мировую историю» закончил в 91 год.

 

*Исаак Ньютон еще в 85 лет был занят неутомимой деятельностью.

 

*Лев Толстой в 83 года управлялся на поле с косой так, что за ним не могли угнаться молодые косцы. Седобородый автор «Войны и мира» в эти «почтенные лета» катался на коньках, ездил на велосипеде, скакал на лошади и приседал «пистолетиком» (на одной ноге) более 40 раз!

 

*Знаменитый советский композитор и дирижер Игорь Стравинский творил до 88 лет. Поэт Беранже работал до 77 лет. Лев Толстой - до 82, Виктор Гюго - до 83; академик Иван Павлов - до 87, древнегреческий драматург Софокл - до 90 лет, философы Диоген и Демокрит, художники Тициан и Микеланджело проявляли творческую активность, перейдя рубеж восьмидесятилетия; Бернард Шоу творил до 94 лет...

 

Кстати, не так давно американские ученые, совместно со своими европейскими коллегами, обнародовали сенсационное открытие: оказывается, человеческий мозг развивается не до 25-30 лет, как считалось ранее, а до 50 лет. Более того, если человек продолжает заниматься активной мыслительной деятельностью, то старение мозга почти не происходит!

 

К чему я все это вам говорю? Только к одному: нет такой болезни - «старость», а есть только неверные психологические установки. «Не верьте всему, что слышите, - даже если это раздается в вашей собственной голове», - советует известный психиатр Дэниел Эймен. Все самые большие барьеры и препятствия в нашей жизни находятся внутри нас. Сломайте их! Наша душа, наши внутренние силы не имеют возраста. Пока мы живы, у нас все еще остается шанс подняться выше - взять хотя бы еще одну высоту на пути нашего духовного восхождения. Не ждите лучших времен - лучшее время может быть только одно. Оно называется - «сейчас».

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×