logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: საქართველოს მთავრობა: მიხედეთ რკინიგზას!
- +

3 აპრილი. 2019. 16:46

 

ამას წინათ ეს თემა წამოიჭრა... ახლა, ისევ...

 

ვინმე კითხულობს ამ ქალბატონის პოსტებს, ეცნობა კრიტიკას?

 

კეთდება თუ არა რკინიგზის სამსახურში მედიაში გამოქვეყნებული მასალების ანალიზი?

 

პერმანენტულობაში გადასული კრიტიკისადმი სირაქლემის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, უცოდინრობაა...

 

ან უარყავით, ან დაეთანხმეთ!

 

ელემენტარული წესია ეს.

 

ცუდი ხმები მოდის რკინიგზიდან, დამაფიქრებელი... ამბობენ, დაბრუნდაო „ძველი“ კორუფციის აყვავების დრო...

 

ცოტა ხნის წინ რკინიგზას ახლანდელი პრემიერი თავკაცობდა. პრემიერის აპარატს სულ არ ადარდებს მისი რეპუტაცია? რიკოშეტით ხომ ყველა ეს „რეპლიკა“, გინდა თუ არ გინდა, პრემიერს ურტყამს...

 

არადა რკინიგზაში მომუშავე ათასობით ადამიანის განწყობაზე დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის მდგომარეობა, საზოგადოებრივი განწყობა და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სტაბილურობა...

 

რკინიგზის ხელმძღვანელობაში და მთავრობის აპარატში „მძინარე“ მობრიყვო ჭუჭუ'ლაშვილებო: გეყურებათ?!

 

***

 

აქვე გთავაზობთ ნინო ლომიძის facebook-პოსტს:

 

„საქართველოს რკინიგზა და შვილობილი კომპანია შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“ ჩაფლულია კორუფციის, არაპროფესიონალიზმის და ნეპოტიზმის მორევში. გენერალური დირექტორის ახლობლებით აივსო რკინიგზა, რომლებიც გაფორმებულები არიან ორ ან მეტ თანამდებობებზე და თვეში საშუალოდ 8000 ლარს იღებენ, მაშინ, როცა ნამდვილი რკინიგზელები მიზერული ხელფასის სანაცვლოდ დღე და ღამე მუშაობენ. შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“ ე.წ. მკვდარ სულებს ვეღარ ითვლის. ამ მკვდარი სულების ხელფასები 3000 - 4500 ლარამდე მერყეობს! თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, საშტატოს ჩაგიგდებთ მეტი დამაჯერებლობისთვის!

 

რკინიგზის სავაგონე პარკს რა უქნა გენერალურმა დირექტორმა, ეგ საკითხი მომავლისთვის გადავდოთ.

 

თქვენ ხართ საქართველოს ეკონომიკის მტრები და სერგო ორჯონიკიძეები!

 

მოაშორეთ რკინიგზას მოღალატე გენერალური დირექტორი!“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×