logo_geo
eng_logo
მერაბ ხაიძე: იცით რატომ არაფერი გვეშველება? ... აი ამიტომ
- +

7 აპრილი. 2019. 22:53

იცით რატომ არფერი გვეშველება?

 

რომ დავწერო ახლა, ხრესილის ომში ივანიშვილი კაპიკით არ დახმარებია იმერლებს-თქო, ბევრი სერიოზულ კამათს გამართავს და თავ-პირს დაალეწავს ერთმანეთს! არგუმენტები იქნება ისეთი, შეიძლება მართლა დაეჭვდე კაცი!

 

თუ ყველა რეგვენს იმის მეტი "პრეტენზია" არ გაქვთ, რომ 9 აპრილს რუსეთის ჯარს აფინანსებდა, მართლა ანგელოზი ყოფილა ეს კაცი და რას ვერჩი?!

 

ნუუ, სხვა საკითხია, ღირს თუ არა იმის ახსნა, რომ მაშინ სსრკ იყო და ვერანაირი კერძო პირი და კერძო ბიზნესი (არც არსებობდა) არმიას ვერ დააფინანსებდა!

 

თუმცა, არც ესაა მთავარი.

 

1989 წლის 9 აპრილს მე 35 წლის გახლდით!

 

ივანიშვილი ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და მაშინ ტროლეიბუსის ბილეთის ასაღებ ხურდას ითვლიდა ხელისგულზე!

 

ხუთასამდე გაწიწმატებული ადამიანის კომენტარი ახლავს რომელიღაც სააგენტოსგან გავრცელებულ ინფორმაციას, - ივანიშვილმა თავად აღიარა, როგორ აფინანსებდა 9 აპრილს რუსის ჯარსო!

 

აი, ამიტომაც, არაფერი გვეშველება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×