logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მაშინ გავიგე პირველად, რომ საომარ ქვეყანაში ვცხოვრობდი... მას მერე ომში ვართ, რომელიც არა და არ მთავრდება…
- +

9 აპრილი. 2019. 14:20

 

აბიტურიენტი ვიყავი, მეტრო „დელისთან“ ქართულში ვემზადებოდი, იქ ერთ დღეს ორი სიმპათიური კაცი მოვიდა, ერთი ძალიან მეცნო... გვერდით ოთახში კარგა ხანს ლაპარაკობდნენ, რომ წავიდნენ, მასწავლებელი გამოვიდა, მაშინ პირველად გავიგე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელები, მერე კი ხშირად მოდიოდნენ და უკვე ვიცოდი, ეს დიდი კაცები საქართველოზე, სამშობლოზე ლაპარაკობდნენ. იმ პირველ დღეს კი ამ კაცების სახელით მასწავლებელმა პატარა ფურცლები მოგვცა გასავრცელებლად, მერე მთელი ღამე მე და ნატალია ბარნოვის ქუჩაზე შეშინებულები დავძვრებოდით სადარბაზოდან სადარბაზოში და საფოსტო ყუთებში პროკლამაციებს ვყრიდით, მახსოვს, სახლში როგორი ნაჯაფი და გმირობის განწყობით დავბრუნდი და მგონი, მას მერე სამშობლოსათვის მებრძოლის ისეთი განცდა არასოდეს მქონია, გულწრფელად გითხრათ, მაშინ გავიგე პირველად, რომ რაღაც უბედურება გვჭირდა და საომარ ქვეყანაში ვცხოვრობდი... მას მერე ომში ვართ, რომელიც არა და არ მთავრდება, იმიტომ, რომ დედამიწის სასწაული ადგილი მიგვიჩინა უფალმა, დედა ღვთისმშობელს ჩაგვაბარა და მაგისი იმედი მაქვს, რომ არ გაგვიმეტებს და არ გადაგვაშენებს, სხვანაირად ვინ გაუძლებდა ამდენ ბოროტებას, შურს და ომებს შიგნით თუ გარეთ...

 

P.S. პოსტის წერას მოვრჩი თუ არა, ბექა ხუცურაულის ეს ნახატი გამეხსნა და დავინახე ჯვრებად ქცეული ანგელოზები თუ პირიქით, ანგელოზად ქცეული ჯვრები, ზუსტად ასე ხელგაშლილები ცეკვავდნენ ცხრა აპრილის ღამეს და ასე ზეცაში აფრინდნენ, ასე მიწაზე დავრჩით ისინი, ვისთვისაც ომი არ დასრულებულა....

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×