logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: დავითგარეჯში სამჯერ მოლოცვა წმინდა მიწაზე მოლოცვის ტოლფასია, რატომ?
- +

30 აპრილი. 2019. 17:57

 

 

დავით-გარეჯში სამჯერ მოლოცვა წმინდა მიწაზე მოლოცვის ტოლფასია, რატომ?

 

ერთხელ მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის მოსალოცად წასულა, იმ ადგილზე, სადაც იესო ქრისტემ ილოცა, წმიდანმა ლოცვა აღავლინა და სამახსოვროდ სამი ქვა წამოიღო. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს ხილვა ჰქონდა და ეუწყა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ერთ-ერთ ბერს იერუსალიმის მთელი მადლი ქვების სახით გაჰქონდა. მას ეუწყა ისიც, რომ ბერს ორი ქვა უკან უნდა დაებრუნებინა, რათა იერუსალიმი მადლისაგან არ დაცლილიყო და მხოლოდ ერთი ქვის წაღების უფლება მიეცათ. პატრიარქმა მდევარი დაადევნა მამა დავითს და ორი ქვა უკან დააბრუნებინეს. იმ ქვას კი, რომელიც წმიდანმა გარეჯში ჩამოიტანა, მადლის ქვა ჰქვია. ამიტომ არის გარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ერთხელ მოლოცვის ტოლფასი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×