logo_geo
eng_logo
მიშა და სანდრა - შევარდნაძის საფლავიდან აღმოცენებული ორი ბოროტება
- +

15 მაისი. 2019. 18:30

 

სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში, როგორც ჩანს, ბევრს დაავიწყდა, ვინ არის და საიდან მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, როგორ გაჩნდა და საიდან აღმოცენდა პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

 

მიხეილ სააკაშვილი და მთელი ის გუნდი, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა, არც მეტი, არც ნაკლები, უშუალოდ და პირდაპირ, ედუარდ შევარდნაძის მზაკვრული ტვინის „შემოქმედების“ ნაყოფია!

 

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური „სპერმიდან“ „მოქკავშირის“ კოლბებში ხელოვნური განაყოფიერების გზით შეკოწიწებულ-შეთითხნილი ეს არსებები სწორედ შევარდნაძემ გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე და მან აქცია პოლიტიკურ ფიგურებად.

 

მართლაცდა, რა მალე დაავიწყდა ყველას, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები სწორედ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს, დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, დამთავრებული იუსტიციის მინისტრობით.

 

შევარდნაძემ თავის პოლიტიკურ ნაბიჭვრებს ეტაპობრივად, მიზანმიმართულად გადააბარა ძალაუფლება და ქართველი ხალხი სააკაშვილსა და მის ბანდას შეატოვა ხელში.

 

„ვარდების რევოლუციად“ წოდებული დიდი ფარსი სხვა არაფერი იყო, თუ არა ძალაუფლების „ნაცმოძრაობისთვის“ გადაბარების ცერემონია.

 

ჩვენ ისიც დაგვავიწყდა თურმე, ვითომ სასხვათაშორისოდ ნათქვამი ფრაზით როგორ შემოგვაპარა შევარდნაძემ, რომ მის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა.

 

როგორც ჩანს, შევარდნაძის შემცვლელად სააკაშვილს კარგა ხნის წინათ ამზადებდნენ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, რის შესახებაც, ცხადია, შევარდნაძემაც შესანიშნავად იცოდა ყველაფერი.

 

შევარდნაძემ პირნათლად შეასრულა პირდაპირი თუ ირიბი დავალება და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მოეყვანა.

 

მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის სულიერი შვილია, მისი ასლი და ალი-კვალია, რომელიც ზუსტად შევარდნაძისეული მეთოდებით მოქმედებდა და მოქმედებს დღესაც.

 

სააკაშვილი იგივე შევარდნაძეა, ოღონდ ცოტათი ჭკუიდან გადაქანებული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, ხოლო პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა" იგივე ხუნტაა, რომელმაც საქართველო, დამოუკიდებლობის მიღებიდან ერთ წელიწადში ხერხემალში გადატეხა და გააპარტახა.

 

ეს ერთი ხელწერაა, მოქმედების ერთი და იგივე სქემაა, ძალადობის, სადიზმის, ბანდიტიზმის ერთი და იგივე ფორმაა.

 

დაბოლოს, სააკაშვილმა დაასრულა და დააგვირგვინა შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკა და აფხაზეთი და სამაჩაბლო სრულად მიუბოძა ოკუპანტებს.

 

აი, ამ სააკაშვილს და მის „ნაცმოძრაობას“ აძლევთ თქვენ ხმას, მეგრელებო?!

 

სააკაშვილის ცოლისა თუ ნაცოლარისთვის ხმის მიცემა, ეს იგივეა, იმ ხუნტას დაუჭიროთ მხარი, რომელმაც ხუთგზის გადაუარა და გადმოუარა სამეგრელოს.

 

სააკაშვილის და „ნაცმოძრაობისთვის" ხმის მიცემა იგივეა, სამეგრელოს ამაოხრებელი შევარდნაძე გააცოცხლოთ და კვლავ ხელისუფლება ჩააბაროთ, რომ საბოლოოდ მოაშთოს და მოაოხროს მთელი ქვეყანა და, პირველ ყოვლისა, სამეგრელო.

 

სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კასრები გაიხსენეთ - ჩვენი დამცირების, ჩვენი წამების, ჩვენი შემაძრწუნებელი შეურაცხყოფის ამსახველი ფირებით სავსე კასრები…

 

ვინც ეს ჩაიდინა, აი, იმ არაკაცებს აძლევთ ხმას თქვენ, მეგრელებო?

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მსხვერპლად შეწირული ზვიად გამსახურდიას ხსოვნას რას ეუბნებით, ხუნტისა და შევარდნაძის საქმის გამგრძელებელს, მის პირდაპირ მემკვიდრეს, მის მიერ ხელდასხმულ სატანას თუ დაუჭერთ მხარს?

 

იცით, რატომ ჰგვანან შევარდნაძე და სააკაშვილი ერთმანეთს და რატომ ჰგავს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები ერთმანეთს?

 

იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც იმ სცენარს ასრულებდა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიწერა და რომლის მიზანი ქართული სახელმწიფოს დაშლა და დაქუცმაცებაა.

 

თქვენ, ვინც სამეგრელოში ნაციონალებისთვის აპირებთ ხმის მიცემას, სინამდვილეში ხმას საქართველოს დაშლას აძლევთ, რადგან სამეგრელოში "ნაციონალების" გამარჯვება იქნება ის წინაპირობა, რასაც შეიძლება სამეგრელოს საქართველოდან ჩამოშორება მოჰყვეს, რაც სამეგრელოსთვის ისეთივე კატასტროფით დამთავრდება, როგორც დამთავრდა აფხაზებისა და აფხაზეთისთვის, სადაც დღეს აფხაზებს სომხები ჭარბობენ, რომლებიც ახლა დაჟინებით ითხოვენ კულტურულ ავტონომიას აფხაზეთში, როგორც ისინი ამტკიცებენ, თავიანთ უძველეს ისტორიულ მიწა-წყალზე (!)

 

შორს ნუ წახვალთ, ენგურსგაღმა გალელებს გადასძახეთ და ჰკითხეთ, რატომ ჰგავს ჯოჯოხეთს ის „სამოთხე“, საითკენაც ვიღაც-ვიღაცები სამეგრელოს უბიძგებენ და იმ ჯოჯოხეთში ბედნიერ და უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებიან.

 

სამეგრელო, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანაავტორი, ან საქართველოსთან ერთად გააღწევს სამშვიდობოზე და მასთან ერთად გადარჩება ან დაიღუპება - სხვა ალტერნატივა და სხვა გამოსავალი არ არსებობს.

 

„ნაცმოძრაობამ“, რომლის ლიდერებსაც ფარისევლობა, ვირეშმაკობა და, ამასთან ერთად, ლუციფერული გათვლების უნარიც არ აკლდათ, სამეგრელოს გულის მოსაგებად და მის მთავარ მოკავშირედ გასახდომად ასეთ ხერხს მიმართა - მათ შექმნეს ილუზია, თითქოს „ვარდების რევოლუციის“ აკვანი სამეგრელოში დაირწა და სწორედ მან, სამეგრელომ, იძია შური და დიდი „პატრიოტის“ სააკაშვილის სარდლობით მოუგო ომი მის მტერს და ამაოხრებელს, შევარდნაძეს.

 

ეს შეგრძნება, ეს მითოლოგიზირებული „ჰეროიკული“ აღტკინება, „ვარდების რევოლუციის" ლაშქრისთვის წამძღვარებული წალენჯიხის ავტობუსით და სამეგრელოდან თბილისისკენ განხორციელებული „მარშბრასოკით“ დღემდე საამო მოგონებად შემორჩა შევარდნაძის მიერ გამწარებულ მეგრელთა ერთი ნაწილის ხსოვნას.

 

„ვარდების რევოლუციის“ გამარჯვების შემდეგ სააკაშვილმა ახალი დეტალები დაამატა მეგრელების გულების გადმოქაჩვის მზაკვრულ გეგმას და ძალოვანი სტრუქტურების მნიშვნელოვანი საკვანძო რგოლები მეგრული წარმოშობის კონტინგენტს ჩააბარა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მეგრელებისადმი განსაკუთრებულ ნდობას, თუმცა ყოველივე ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ სამეგრელოს მოსახლეობა უმძიმესი რეპრესიების ცეცხლში გაეტარებინა.

 

არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობის“ დროს სამეგრელოს რეგიონიდან ყველაზე მეტი ადამიანი იყო დაპატიმრებული, ყველაზე მეტი პრობაციონერი სამეგრელოში იყო, ყველაზე მეტი მსხვერპლი, ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული სამეგრელოს რეგიონშია აღრიცხული და ყველაზე მეტი „ჯაშუში“ და „აგენტი“ სწორედ სამეგრელოზე მოდის.

 

ეს არის ის „სიკეთეები“, რაც სააკაშვილმა სამეგრელოს დააბერტყა თავზე და ამ „სიკეთეებს“ სისხლის და ცრემლის წვიმები დააყოლა ზედ.

 

აი, ასეთი ტექნოლოგიებით იმუშავა სააკაშვილმა სამეგრელოს წინააღმდეგ და მიკვირს, ძალიან მიკვირს, როგორ ვერ ხვდებიან და როგორ ვერ შიფრავენ ამ შემზარავ თვალთმაქცობას გონებაგამჭრიახობით განთქმული მეგრელები.

 

ბევრჯერ ვახსენე ამ წერილში სამეგრელო და მეგრელები, თუმცა, ჩემი აზრით, არც სამეგრელო და არც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არაფერ შუაშია „ნაცმოძრაობის“ და სანდრა რულოვსის მხარდამჭერთა გნიასთან და ჭყლოპინთან.

 

ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ წერილიდან „ნაცმოძრაობის შაჰიდი ქალბატონები“, რომელიც „საერთო გაზეთში“ დაიბეჭდა:

 

„25 წელია (ცოტათი მეტი), საქართველოს ერთი დიდი პრობლემა აქვს - ესაა უწიგნური, გაუნათლებელი და, იმავე დროს, უკიდურესად აგრესიული ქალბატონების საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასის ზღვარგადასული აქტიურობა პოლიტიკურ პროცესებში.

 

არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, არავის არ ვაკნინებთ და არ ვამცირებთ, მაგრამ როცა ამ ეგზალტირებული ადამიანების ქმედებები სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გაჩუმება და პრობლემის მიფუჩეჩების მცდელობა ყოვლად გაუმართლებელია.

 

ამასწინათ ერთმა ზუგდიდელმა კაცმა შემომჩივლა: - მრცხვენია, რომ ჩემს კუთხეში ასეთი ამბები ხდება. მრცხვენია, რომ სანდრა რულოვსს და მის ბანდას, „ნაცმოძრაობას“, სამეგრელოში ვიღაც-ვიღაცები ყვავილებით და სიყვარულის გამომხატველი შეძახილებით ხვდებიან. საქმეში ჩაუხედავმა კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ მთელი სამეგრელოა ასე განწყობილი, რაც სრული სიცრუეა. ესაა, ძირითადად, ფოჩო-ფოჩო და ტვინგა-ტვინგა დედაკაცების მასა, რომლებსაც ვიღაცამ ისე მოუღრიცა ტვინი, ისე დააზომბირა, რომ არაფრის მოსმენა, არაფრის გაგონება არ უნდათ. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ესენი რაღაცით ჰგვანან სპეციალურ ბანაკებში გაწვრთნილ შაჰიდ ქალებს, რომლებიც მზად არიან, თავი აიფეთქონ და ააფეთქონ სხვებიც.

 

ეს ჩვენ მეგრელი „შაჰიდებიც“, „ალაჰ-აკბარ!“-ის ნაცვლად „სანდრა! სანდრა!“-ს რომ გაჰკივიან, თავიანთი საქციელით სიტუაციის აფეთქებას და ქვეყნის არევ-დარევას ემსახურებიან, თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ ეს ყველაფერი ბოლომდე არც ჰქონდეთ გაცნობიერებული. მე ისინი არ მძულს, მე ისინი მებრალებიან და მეცოდებიან, მაგრამ ჩემი კუთხეც, ჩემი სამეგრელოც მეცოდება ამათ ხელში და ამიტომ ვამბობ, რასაც ვამბობ“.

 

მე მგონი, ყველაფერია ნათქვამი…

 

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც თქვა: „სამეგრელო წინ უნდა წარუძღვეს საქართველოს“.

 

ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ფაქტობრივად, ეს არის ქართული სახელმწიფოს განვითარების სრულიად ახალი კონცეფცია, ახალი შინაარსობრივი დატვირთვით, ახალი ნიუანსებით, ახალი კონტექსტით.

 

დაბოლოს, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა: მე ვარ ის კაცი, რომელსაც არასოდეს უღალატია თქვენთვის, ჩემო ძვირფასო მეგრელებო, ჩემო სისხლო და ხორცო.

 

მე ვარ ის კაცი, რომელმაც იმ დროს, როცა სამეგრელოს შევარდნაძის ბანდები აწიოკებდნენ, გაბედა და, სხვებთან ერთად, მოძრაობა „სამეგრელო“ შექმნა, რომელშიც ქართველი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მტკიცე პროტესტი განაცხადეს სამეგრელოში მიმდინარე ანტიქართული, ანტიადამიანური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ.

 

მაშინ ამის გამო კლავდნენ…

 

მე და ჩემი მეგობრები სიკვდილს კი გადავრჩით, მაგრამ ძალიან დიდი ხნით ყველა კარი დაიკეტა ჩვენთვის…

 

მე ვარ ის კაცი, რომელსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია სამეგრელოს წინააღმდეგ მიმართული არც ერთი შეურაცხყოფა, არც ერთი განჩი სიტყვა.

 

მე ვარ ის კაცი, რომელსაც არასოდეს მოუტყუებიხართ თქვენ და არასოდეს დაუხევია უკან, როცა სამეგრელოს უჭირდა.

 

დღესაც დიდი გასაჭირი და დიდი განსაცდელი ადგას სამეგრელოს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ გასაჭირს და განსაცდელს მერის არჩევნები ჰქვია, არჩევნები, რომელმაც, შეიძლება, სამეგრელოს დიდი უბედურება მოუტანოს.

 

ზემოთ ვთქვი, არასოდეს მომიტყუებიხართ-მეთქი და ახლაც სრულ სიმართლეს გეუბნებით, ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ჩემო ძვირფასო მეგრელებო: თუ სანდრა რულოვსს აირჩევთ ზუგდიდის მერად, ეს იქნება სრული კატასტროფა სამეგრელოში მოსახლე თითოეული ოჯახისთვის და მის კვალდაკვალ საქართველოსთვისაც.

 

რულოვსი და „ნაცმოძრაობა“ ლაზიკის პროექტს მიიჩნევენ სამეგრელოს და საქართველოს განვითარების მთავარ გარანტად, არადა, პირიქითაა ყველაფერი - სწორედ ლაზიკაა ის ბერმუდის სამკუთხედი, რომელიც სამეგრელოს ჩაძირავს და დედაბუდიანად გადააჯიშებს.

 

500 000 უცხოტომელს რომ ჩაგისახლებთ „ნაცმოძრაობა“ ლაზიკის კორპუსებში, იმაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას უზამს ეს ხუთასიათასკაციანი ურდო სამეგრელოს, ურდო, რომელიც 5-10 წელიწადში იმდენი გახდება, არა მარტო ლაზიკას, მთელ სამეგრელოს „აითვისებს“.

 

ამას უჭერთ მხარს თქვენ, მეგრელებო?

 

ნუთუ ვერ ხვდებით, საკუთარ საფლავს საკუთარი ხელით რომ გათხრევინებენ „ნაციონალები“?

 

კი, მაგრამ სად არის თქვენი საყოველთაოდ ცნობილი გონება-გამჭრიახობა და წინდახედულობა?!

 

უზარმაზარი ფულის, მილიარდების გაკეთებას აპირებენ ამ პროექტის განხორციელებით „ნაციონალები“ და აპირებენ თქვენი გაქრობის, თქვენი ამოძირკვის, თქვენი გადაშენების ხარჯზე, მეგრელებო!

 

„ნაციონალები“, დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი დიასპორის წარმომადგენელებთან, რომლებსაც ზღვის პირას დასახლება და ზღვაზე გასასვლელი მარადიულ ოცნებად აქვთ…

 

ისინი უკვე უმრავლესობაში არიან აფხაზეთში და თუ ლაზიკის პროექტი რეალობად იქცა, უმრავლესობაში იქნებიან სამეგრელოში.

 

აი, მერე კი აფხაზეთსაც და სამეგრელოსაც ერთად დავემშვიდობოთ…

 

ასე აპირებენ სამეგრელოს და ზუგდიდის „აყვავებას“ ეს თვალთმაქცი ცოლ-ქმარი, რომლებიც კვლავაც თვალთმაქცურად ცდილობენ თქვენს დარწმუნებას, რომ ძალიან, ძალიან უყვარხართ.

 

მათ თქვენ კი არა, ერთმანეთი არ უყვართ და რომ არა სადაზვერვო-საჯაშუშო შტაბებში დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ვალდებულება, ერთმანეთს ალბათ, თვალებს დათხრიდნენ.

 

ასეთია სინამდვილე, ძმებო, მეგრელებო და აწი, თქვენ იცით, ისე მოიქეცით, როგორც გული და გონება გიკარნახებთ, თუმცა ეს ჩემი წერილი ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეინახეთ იმ დროისთვის, როცა აუცილებლად იტყვით: რა მართალს გვეუბნებოდა, თურმე, ის კაცი და რატომ არ დავუჯერეთო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ასეთი დღე არასდროს დადგება!

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×