logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მონაწილეობდა თუ არა სსრკ მეორე მსოფლიო ომში?
- +

25 მაისი. 2019. 20:04

 

  1. რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელევიზიაა...

 

  1. თემა არ ჯდება მხოლოდ რუსეთის გეოგრაფიულ და იდეოლოგიურ საზღვრებში...

 

  1. პრაგმატიკოსი რედაქცია საგანგებოდ ხაზს უსვამს იმას, რომ შესაძლოა(!!!) არ ემთხვეოდეს მისი და ავტორის აზრი.

 

მეც ვუერთდები ამ მინაწერს: თხა თხაზე ნაკლებიო...

 

მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა და ისტორიული სიმართლე, ვგონებ, ავტორის მხარესაა.

 

  1. ახლა, საერთოდ ვფიქრობ, იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი იმ მასშტაბის და იმ ანატომიის, რაც აქამდე ვიცოდით...

 

  1. ეტყობა, ამ პრაგმატიკოსებმა ჰიტლერი ვერ „გაიმეტეს“ დასავიწყებლად, ანუ, მაშინ ვიკითხავდით: ვის მოუგეთ ომი-თქო..

 

  1. სამაგიეროდ, ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვა: ის ჩვენი გორელი ბიჭი, ლიახვის პირას დაბადებული და გენერალისიმუსად გარდაცვლილი, სად ჯანდაბაში გადამალეს ამ „გენიოსებმა“?

 

  1. ახლა კი ნაღდად არ ამცდება ბნელი იარლიყები TAKO-NINI-ებიდან, მაგრამ მიშველის ერთი სტრიქონი, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ქართველ პოეტს, რომელსაც ახლა დაჟინებით ნათლავენ... დისიდენტად.

 

მართალია, მას არა დისიდენტად, არამედ როგორც საბჭოთა ეპოქის ერთერთ პოპულარულ, ხელისუფლებისგან ერთობ და ყოველმხრივ დაფასებულ შემოქმედათ ვიცნობდი, მაგრამ როგორც მისი ცხოვრების, კარიერის, ჯილდოების და ყველა დროში ხელისუფლების წინააღმდეგ მისი „ბრძოლის“ ღრმა „მცოდნე“ ქალიშვილი ამტკიცებს, დისიდენტიც(!!!!) ყოფილა. ასეა თუ ისე, ჯანდაბას დისიდენტობა, ეს ამაღელვებელი სტრიქონი ნაღდი ქართველი პოეტისაა, რომელიც იმ ავადსახსენებელ დროს და იმ დიდ ომს, მის მონაწილე ჩვენ გმირ თანამემამულეებს ეკუთვნის:

 

„საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!“.

 

მან, ამ დისიდენტმა(!!!) პოეტმა და სტალინის შვილის იაკობის, სხვა ქართველი ანტიფაშისტების გმირობის გულწრფელმა მომღერალ - პროპაგანდისტმა სწორედ ამ ფანტასტიური სტრიქონისა და სულისკვეთებისთვის მიიღო... საქართველოს კომკავშირის(!!!) პრემია!

 

ასე ღირსეულად აფასებდნენ წინათ არაფრის მცოდნე, ბრმა - ყრუ კომუნისტები და კომკავშირლები დისიდენტ პოეტებს.

 

აბა, იმ „ჩათლახებს“ ხომ არ დაემსგავსებოდნენ, სტალინის სახელი რომ უნდათ ამოშალონ ჰიტლერულ ფაშიზმზე გამარჯვების ისტორიიდან...

 

ჰოდა, ამ კლოუნადის გამო, არც ახლა შემოვკრათ ტაში, კუკური?!

 

 

https://tvzvezda.ru/news/mneniyaa

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×