logo_geo
eng_logo
სად და როდის ნახავს საზოგადოება ივანიშვილისა და მედიის შეხვედრის ჩანაწერს?..
- +

14 ივნისი. 2016. 21:09


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერის გიორგი უძილაურის განცხადებით, ჟურნალისტებთან შეხვედრის სრული, ვიდეომასალა სავარაუდოდ, არ გამოქვეყნდება.


როგორც უძილაურმა "გურია ნიუსს" უთხრა, მთლიანი ჩანაწერის გამოქვეყნება ჯერჯერობით არ იგეგმება.


_ მგონი, ეს გაკეთდება და, სავარაუდოდ, ხვალისთვის გამოქვეყნდება. უზარმაზარი ვიდეოა. ეს რომ დავდოთ, ამას არ ყოფა მემონტაჟეების არმია.


 -ანუ თქვენ ვიდეომასალას ამონტაჟებთ და ჟურნალისტებს ისე მიაწვდით?


-ვფიქრობთ, რომ უფრო კომპაქტური უნდა იყოს. მოსახლეობა ხომ ამას მთლიანად არ ნახავს, საათნახევარზე მეტი სჭირდება ამის ნახვას.


_-"დაჩეხილ" მასალას  აწვდით ჟურნალისტებს და არა სრულ ვერსიას?


-როგორი შეფასებაა "დაჩეხილი" მასალა... სრულ ვერსია, არა მგონია, რომ გამოვაქვეყნოთ. თუმცა, შეიძლება ესეც გაკეთდეს, მაგრამ ჯერჯერობით, ახლა რაზეც ვმუშაობთ არის, რომ ის პირველი 10 წუთი რაც იყო, დარენდერდეს, დამონტაჟდეს და ავტვირთოთ, რაც სხვა კამერებსაც აქვთ გადაღებული. ამის შემდეგ უნდა ვიმუშაოთ დანარჩენ  ვიდეოზე.


-სად აიტვირთება და როგორ მიაწვდით ამას ჟურნალისტებს?


-ამას  მოგვიანებით გავავრცელებთ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner