logo_geo
eng_logo
„იმედს“ სიჭინავა, გეგელია და ტრაპაიძეც ტოვებენ?
- +

26 ივნისი. 2016. 00:35


ტელეკომპანია „იმედში" საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავას დანიშვნის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ არხზე საკადრო ცვლილებები გრძელდება.


ინგა გრიგოლიასა და შალვა რამიშვილის შემდეგ, ვარაუდობენ, რომ ეკრანიდან მოხსნიან როგორც თეა სიჭინავას, ისე დიანა ტრაპაიძესა და თეონა გეგელიას.


„პრაიმტაიმნიუსმა" ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა ჯერჯერობით მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე არავინ საუბრობს და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რას უკავშირდება არხზე რადიკალური ცვლილებები.საქმეში ჩახედული პირები „იმედზე" განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ირაკლი რუხაძის ამბიციურ და პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებენ. მას უკვე სჭირდება, როგორც ჩანს, განსხვავებული პროდუქტი, მეტი რეიტინგი და ეფექტური გადაცემები.


ირაკლი რუხაძე სახელდება იმ პირად, ვინც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის ბიზნესინტერესების დამცველი გახდა. მას იცნობენ, როგორც ძალიან ამბიციურ და მიზანდასახულ პირს. მედიაში უკვე ბევრი იწერება მის პოლიტიკურ ინტერესებზეც.


წყარო- info7.ge

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner