logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-მა სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გააშუქა
- +

30 ივნისი. 2016. 22:14



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გუშინ, 29 ივნისს გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დაკავეს. 2005 წელს კი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე ევროსასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ აღიარა მესამე მუხლის (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა და აიღო ვალდებულება, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, ხოლო მოლაშვილს ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. მოლაშვილი შემოთავაზებულ დეკლარაციას დათანხმდა.


მედიაჩეკერი დააკვირდა როგორ გაშუქდა თემა „იმედის", „რუსთავი2-ის", „საზოგადოებრივი მაუწყებლის", „მაესტროს" და GDS-ის 29 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. აღმოჩნდა, რომ თემა ზემოჩამოთვლილი ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში მოხვდა. ერთადერთი არხი, რომელსაც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, რუსთავი 2 იყო.



 

 

 

right_banner
არქივი
right_banner