logo_geo
eng_logo
TV-8 „აზერკოსმოსის“ სატელიტზე გავიდა
- +

24 აგვისტო. 2016. 01:56



ტელეარხ TV-8-ის ეთერში, რომლის კონტენტს ბიზნესი და კულტურა შეადგენს, ამიერიდან რეგულარულად გავა თემატური ახალი ამბები და სხვა გადაცემები.


ტელეარხი TV-8 „აზერკოსმოსის" სატელიტზე გავიდა და ამიერიდან საქმიანი ადამიანებისთვის ძალიან მოსახერხებელი და სანდო ინფორმაციის წყარო იქნება, განუცხადა Sputnik-ს არხის გენერალურმა დირექტორმა ლალი ეგაძემ.


TV-8 სადღეღამისო რეჟიმში იმუშავებს და უწყვეტად მოგვაწვდის ახალ-ახალ ინფორმაციებს იმ ეკონომიკური და ფინანსური ცვლილებების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში მოხდება.


ბიზნესის თემატიკის გარდა არხის კონტენტში განსაკუთრებული დრო დაეთმობა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების გაშუქებას. ტელეარხი სრულიად აპოლიტიკური იქნება. ჩვენ ასევე ვიწყებთ პუბლიცისტურ-შემეცნებითი გადაცემების წარმოებას", - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა.


ლალი ეგაძის განმარტებით, ამ ეტაპზე არხზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სულ მალე TV-8 საინტერესო პროექტებითა და გადაცემებით წარდგება მაყურებლის წინაშე.


მისივე თქმით, ტელეარხს ერთ-ერთი არაბი შეიხი დააფინანსებს, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში ბიზნესმენი ისრაელ აჰმადოვია - კომპანია „ისრაელ აჰმადოვ ინვესტმენტის"  პრეზიდენტი.


Sputnik-საქართველო უშუალოდ აჰმადოვსაც გაესაუბრა და მისი კომენტარიც მოისმინა.


„TV-8 იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ჩვენ გლობალურ პროექტებს შორის. სწორედ ამ არხის საშუალებით შეიტყობთ იმ ინვესტიციების შესახებ, რომლებსაც კომპანიაისრაელ აჰმადოვ ინვესტმენტი" განახორციელებს უახლოეს მომავალში საქართველოში... ამ ტელეკომპანიას უამრავი წარმატება ელის წინ. ყოველ შემთხვევაში, მე არც ძალასა და ენერგიას დავიშურებ საამისოდ და არც ჩემს ურთიერთობებს", - განაცხადა ისრაელ აჰმადოვმა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner