logo_geo
eng_logo
21 მარტი - ქართული ჟურნალისტიკის დღეა!
- +

11 მარტი. 2016. 16:09


„თბილისში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელიც შეეხება ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ტენდენციებს და თანამედროვე სწავლების ფორმებს", - ამ ინფორმაციას გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დეკანი და ჟურნალისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი მარინა ვეკუა ავრცელებს:


„ძვირფასო კოლეგებო,

 

2016 წლის 21 მარტს, 15:00 სთ-ზე, თბილისში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელიც შეეხება ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ტენდენციებს და თანამედროვე სწავლების ფორმებს.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტური და მასობრივი კომუნიკაციების საგანმანათლებლო პროგრამების ავტორები, სასწავლო პროცესში ჩართული პროფესურა და პრაქტიკოსი ჟურნალისტები.

 

მრგვალი მაგიდა მიეძღვნება ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

 

უნივერსიტეტის მისამართია: სამღერეთის ქ. № 5", - ნათქვამია მარინა ვეკუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner
არქივი
right_banner