logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ხუთ მოთხოვნას აყენებენ
- +

18 მარტი. 2016. 22:35


 

ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტები  მორიგ განცხადებას ავრცელებენ და ხელმძღვანელობის წინაში ხუთ მოთხოვნას აყენებენ.


ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ეს პირდაპირ აისახება არხის იმიჯსა და მუშაობის ხარისხზე. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა, ლოგოსა და სახელის გარეშე ვმაუწყებლობთ და ვერ ვახდენთ ჩვენი პროდუქტის იდენტიფიცირებას.  იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა არ გადასცდეს დაშვებულ ნორმას და პროცესი არ გახდეს შეუქცევადი,  საინფორმაციო სამსახურის, ყველა ტელეპროექტის ("ბიზნეს კონტაქტი"; "საქმიანი დილა";  "ფაქტორი"; "1 წუთი"; "SWOT ანალიზი") ტექნიკური პერსონალის, გახმოვანების, პროგრამების, დაცვის  სამსახურების თანამშრომლების სახელით მხარეებს გთავაზობთ 5-პუნქტიან წინადადებას. შეთანხმების შემთხვევაში, ვფიქრობთ,  არხს დაუბრუნდება სახე და სახელი, რაც ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარის ინტერესშია.

 

1.    ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი

 

2.    ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე.

 

3.    ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები

 

4.  უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება.

 

5. მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან",-ნათქვამია განცხადებაში.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner