logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბახტაძე განცხადებას ავრცელებს
- +

23 აპრილი. 2016. 05:15


ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე  შალვა რამიშვილის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:




"დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, „იმედთან" თანამშრომლობის პერიოდში, თურმე  ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ  გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა.

 

შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია. რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგებაიმედის" კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს. ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია. შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანიაიმედისა" და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას", - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.


 

right_banner
არქივი
right_banner