logo_geo
eng_logo
მედიასივრცეს ახალი ტელევიზია დაემატა - „კვირა ტვ“-მ ავტორიზაცია მოიპოვა
- +

28 აპრილი. 2016. 22:04


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კვირა-ტვ"-ს ავტორიზაციაზე თანხმობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. არხის ხელმძღვანელი ქეთევან ხოსიტაშვილი მაუწყებლობის შესახებ დეტალურად უახლოეს პერიოდში ისაუბრებს.



„ვფიქრობ, რომ „კვირა ტვ" ქართული მედიასივრცისთვის ახალი შენაძენი იქნება და ის განსხვავებულ ეთერს შესთავაზებს მაყურებელს. არხს აქვს საინტერესო და განსხვავებული კონცეფცია და მისი მიმართულებების შესახებ მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მოხარული ვარ, რომ ჰოლდინგიკვირა" კიდევ უფრო იზრდება და მას განვითარების შესაძლებლობა ეძლევა", - განაცხადა ქეთევან ხოსიტაშვილმა.


 

right_banner
არქივი
right_banner