logo_geo
eng_logo
„არგენტინის სახლი საქართველოში“ და ბრაზილიის ტელევიზია გამართავენ!
- +

19 დეკემბერი. 2019. 00:59

 

 

ამა წლის 24 დეკემბერს, 12 საათზე საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის  ეროვნული ბიბლიოთეკის  საგამოფენო დარბაზში (მისამართი, გუდიაშვილის ქN7)   „არგენტინის სახლი საქართველოში“ და ბრაზილიის ტელევიზია გამართავენ  ვიდეო ჩართვას რომელზეც იწვევენ:

 

1.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; 2.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; 3.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; 4.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; 5.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის; 6.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის; 7. თბილისის საკრებულოს; 8. თბილისის მერიის; 9. სახელმწიფო რწმუნებულის  მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 10.სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში; 11. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის; 12. ქ.სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და (13) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. აგრეთვე, მოწვეული იქნებიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

 

თემა:

  1. ბრაზილიის ტელევიზიის მიერ, საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილი;
  2. სამხრეთ ამერიკის „მერკოსურის“ სუბ რეგიონული ბლოკის - არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურიზმის განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნა, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებისმიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო ტურნირის ჩატარება "პელეს თასზე";  პელეს ვიზიტი  და  სხვა  მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner