logo_geo
eng_logo
გამომშვიდობება: ვაიმე, რა ბედნიერი ვარ! უსასრულოდ იმეორებდა ელენე ბებო და ცრემლები სდიოდა
- +

24 დეკემბერი. 2019. 00:17

 

თვითნასწავლ ხელოვანს, 90 წლის ელენე ლუხუტაშვილს მშობლიური ქალაქი ემშვიდობება.

,ვაიმე, რა ბედნიერი ვარ!,,

 

ალბათ არ არსებობს სხვა ადამიანი, ვისაც ერთ დღეში ამაზე მეტჯერ აღმოხდენია ეს ყველასათვის სანუკვარი სიტყვები.
-
რა ბდნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ, როგორ მიყვარხართ ყველა..- უსასრულოდ იმეორებდა ჩვენი საყვარელი მოხუცი, ჩვენი ელენე ბებო და ხან სიხარულის ცრემლი სდიოდა, ხან კი სინანულის.

 

ჩვენ კი, ჩვენ შევცქეროდით მას ასე სათნოს, ასე კეთილს. ვხარობდით მისი გაბედნიერებით და გული სიამაყეს ვეღარ იტევდა, რომ ის-სწორედაც ასეთი განუმეორებელია, როგორადაც განუმეორებელია მისი უბრალო და დიდებული ნამუშევრები და რომ ის წორედაც ჩვენია, თელაველია.

 

ჩვენ გუშინ, პატარ-პატარა ელენე ბებოები ვიყავით და გვეგონა, რომ დამთვარიელებელთა აღტაცებული თუ ცრემლმორეული თვალები, უდიდესი სითბო და სიყვარული ჩვენსკენაც იყო მომართული და ჩვენც გვეკუთვნოდა.

 

დიახ, ჩვენ ვიყავით ამაყები და ჩვენს სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა, - ვკითხულობთ ფეისბუქჯგუფში „თელავი ჩემი ქალაქია“.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner