logo_geo
eng_logo
ქართული კულტურისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია ევროპის სასახლეში
- +

28 იანვარი. 2020. 23:27

 

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი  ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ინგლისურენოვანი სამტომეულის პრეზენტაციას უმასპინძლა.

 

სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას თან ერთვის აუდიო- ვიდეო მატარებელი (Flash-drive), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner