logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: საერთაშორისო ფორუმი „შემოქმედებითი საქართველო“ უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით
- +

8 დეკემბერი. 2016. 21:51



ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრ - „ტექნოპარკში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" გაიხსნა.


ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა  მიხეილ გიორგაძემ გახსნა. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, აღნიშნული ფორუმი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და დასძინა, რომ პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული.


„პირველი საერთაშორისო ფორუმი „შემოქმედებითი საქართველო" უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, მონაწილეთა რაოდენობითა და მათი სტატუსით.

 

ეს ფორუმი ტარდება კულტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ეგიდით. ფორუმი, პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული, შემოქმედებითი ინდუსტიების როლთან და პოტენციალთან დაკავშირებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წინ ორი ძალიან საინტერესო დღე გველის, რომლის ბოლოსაც ჩვენ მივიღებთ თბილისის მანიფესტს. ეს იქნება მონაწილეთა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ხაზს გაუსვამს შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობას თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და იქნება ძალიან კარგი პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის, სწორედ ამ სფეროს განვითარების მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 


 

right_banner
არქივი
right_banner