logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას!
- +

9 დეკემბერი. 2016. 15:29




საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს UNESCO-ს მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.  როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია.


„ასეთი სტატუსი ენიჭება მხოლოდ ისეთ ძეგლებს, რომლებსაც კაცობრიობისათვის უდიდესი კულტურული ფასეულობა გააჩნია და ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფო უწყებას - კულტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, მთავრობის ადმინისტრაციას, რომელთა აქტიური ჩართულობით მიღებული იქნა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.


პრემიერის განცხადებით, 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანი UNESCO-ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარების კუთხით.


„მიმდინარე წლის ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები ამოღებულ იქნა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან და ძირითად ნუსხაში დაბრუნდა. ასევე, 30 ნოემბერს, UNESCO-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, რაც ასევე არა მხოლოდ ჩვენი ანბანის, არამედ ქართული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება გახლავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას", - განაცხადა პრემიერმა.




 

right_banner
არქივი
right_banner