logo_geo
eng_logo
ქართული ავანგარდი მოსკოვში - ექსპერიმენტები, რომლებმაც ხელოვნების ისტორია შეცვალეს
- +

10 დეკემბერი. 2016. 13:17




ფერწერის მოყვარულებს დიდებული შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ XX საუკუნის ქართველი ავანგარდისტი მხატვრების შემოქმედებას. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის და მათი თანამოაზრეების გამოფენა.


ხატავდა სწრაფად - ყიდდა იაფად. ზოგჯერ ჭიქა არყის ფასად. ნახატებს კარგავდა, ხევდა, აგდებდა, დასათაურებისას შეცდომებს უშვებდა. ეს ნიკო ფიროსმანია, თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ქართველი ავანგარდისტების შთაგონების წყაროდ იქცა. ჩვეულებრივ მედდაში მადონას ხედავდა. ცხოველებს ადამიანებისთვის დამახასიათებელ  გამომეტყველებას აძლევდა, ხოლო ჩვეულებრივი აღმოსავლური ქეიფი მის ტილოებში საკრალურ აზრს ატარებს.


ფიროსმანმა ფერწერის საკუთარი კანონები შექმნა, რადგან სხვა უბრალოდ არ იცოდა, საღებავებს ხშირად თავად ამზადებდა მურისა და სტაფილოსგან; ასეთ ფერებში ბევრი ტფილისელი მხატვარი ხატავდა. შემდეგ გუდიაშვილმა ეს მინიმალიზმი აბსოლუტამდე აიყვანა. მის შემოქმედებაში ქართულ ეროვნულს იდეალურად ერწყმის იმ ხანის ევროპული მიმდინარეობები. ალბათ ამიტომაც ტიფლისს პატარა პარიზს უწოდებდნენ.


ახლა, ნახეთ, რა ხდება, როდესაც ყალამს ბიოლოგი იღებს; დავით კაკაბაძე თავის შემოქმედებას ორგანულ ფერწერას უწოდებდა, თითქოს მიკროსკოპით ათვალიერებთ რომელიღაც მცენარეს.


გამოფენა თავსატეხს ჰგავს, რომლის პეიზაჟები, რომლებიც ახლახან კედელზე იხილე, უეცრად გაგიელვებენ კალატოზოვის დოკუმენტურ ფილმში. მთავარი კი ის გახლავთ, რომ საშუალება გეძლევათ, ქართული ხელოვნების სილამაზე იხილოთ.




ოლგა პაუტოვა

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner