logo_geo
eng_logo
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“ დასრულდა
- +

11 დეკემბერი. 2016. 00:40



მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016" დასრულდა. რესტორან „სენატში" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კომპეტენტურმა ჟიურიმ 14 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.


მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია „ASTA" უკვე მეხუთედ მართავს ფესტივალს „ნიღაბი".


ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, წელს ფესტივალის სტუმრები იყვნენ ირანისა და ისრაელის თეატრალური დასები.


ფესტივალს „ნიღაბი 2016" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მასპინძლობდა. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner