logo_geo
eng_logo
მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან
- +

13 დეკემბერი. 2016. 21:12


 

 

 

14 დეკემბერს, 19:30 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში  ლიტერატურული კონკურსის „წეროს" გამარჯვებულები გამოვლინდებიან.


 

ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე  სამინისტროს რჩეულს გამოავლენს, რომელსაც საჩუქრად სიგელსა და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებს გადასცემს.



ლიტერატურული კონკურსი „წერო", ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.



„წერო" ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ-გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე, ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური, ზვიად კვარაცხელია,) 400-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე საშუალება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.



14 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:

 


პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი;

მეორე პრემია: 2000 ლარი;

მესამე პრემია: 1000 ლარი.



საღამოზე ასევე დაჯილდოვდებიან ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების "ინტელექტი" და "წიგნები ბათუმში" რჩეული ნაწარმოებები.



ყველაზე აქტიურ მკითხველებს სპეციალურ პრიზებს lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC გადასცემს.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner