logo_geo
eng_logo
მარჯანიშვილის თეატრი კამერის თეატრის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება
- +

16 დეკემბერი. 2016. 11:44



19 და 20 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრი ისრაელში კამერის თეატრის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით -   „BEGALUT - უცხოობაში" წარდგება. გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


კამერის თეატრი 1944 წელს დაარსდა და თელ-ავივის პრესტიჟულ და დიდ საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრშია განთავსებული. თეატრს გააჩნია 5 სცენა  და წელიწადში 900 000 მაყურებელს მასპინძლობს.


თეატრი ფესტივალზე კამერის თეატრის დირექტორმა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელმა მიიწვია, რომელიც  თეატრს 2016 წლის აპრილში, სპექტაკლის პრემიერაზე სპეციალური ვიზიტით სტუმრობდა.



 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner