logo_geo
eng_logo
თბილისში მხატვრისა და 1992-93 წლების ომის მონაწილის ნიკო კეკელიძის პერსონალურ გამოფენა გაიმართება
- +

18 დეკემბერი. 2016. 20:29



19 დეკემბერს, ორშაბათს, 18.00 საათზე არტ-კაფეგალერეა „Home"  მხატვრისა და 1992-93 წლების ომის მონაწილის ნიკო კეკელიძის პერსონალურ  გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის გრაფიკული ნამუშევრები.


ნიკო კეკელიძეს ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელოვანი ვეტერანები გაიხსენებენ. ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული სტუმრები,ვეტერანი თანამებრძოლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ მისიათა კულტურის ატაშეები.

 

ნიკო კეკელიძე                                                                                                 

 

დაიბადა 1960. 26.02 წელს თბილისში


1978 წელს  ჩააბარათბილისის სამხატვრო აკადემიაში;


1982 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ეწყობა მისი ნამუშევრების  პერსონალურ გამოფენას.


1978-84 წლებში გამოდის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რაგბის გუნდებში, შემდგომში დაინტერესდა კარატეთი. იყო საქართველოს ჩემპიონი.


1983 წელს წარჩინებით დაამთავრა, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი ინტერიერის დიზაინის სპეციალობით.


1983  წელს  ხდება ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი


1984  წელს გამომცემლობა „მერანის" ფოიეში ეწყობა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა


1982-1987 წლებში მუშაობს თბილისის სამხატვრო საწარმოო კომბინატში, აფორმებს კულტურულ  და საზოგადოებრივი დაწესებულებებს, გასართობი ცენტრების, სანატორიუმებისა და სპორტული კომპლექსების  ინტერიერებს. საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.


1986 წელს აარსებს დიზაინერულ ფირმას „უნივერსალი".  აფორმებს ქართული კულტურის სალონს ქ. ვენაში. ამყარებს კონტაქტებს ავსტრიის საქმიანი წრეების და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასრულებს სხვადასხვა გაფორმებით პროექტებს თბილისსა და უცხოეთის ქვეყნებში.


1988 წელს ახორციელებს ვერის პარკის კომპლექსურ რეკონსტრუქციას.


1990 წლიდან მისი თაოსნობით და ორგანიზებით ევროპის ქვეყნებში (ვენაში, ანტვერპენსა და ჰაიდელბერგში) ეწყობა თანამედროვე  მხატვრების ჯგუფური გამოფენები, რაც მიზნად ისახავდა ფარგლებს გარეთ  ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას


1992  წელს  აქტიურ მონაწილეობას იღებს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, მონაწილეობს აფხაზეთსა და ოსეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.


1993 წელს იღებს პოლკოვნიკის წოდებას და ინიშნება თავდაცვის მინისტრის მოადგილედ


1995 წელს მიენიჭა გორგასლის 2-ე ხარისხის ორდენი


1995 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოეწყო მისი ნამუშევრების მემორიალური გამოფენა.


1999 წელს    გამოფენა მოეწყო პროფკავშირების კულტურის სახლში.


მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.



 

right_banner
არქივი
right_banner