logo_geo
eng_logo
19 დეკემბერს არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
- +

18 დეკემბერი. 2016. 22:09


 

19 დეკემბერს, 14 :00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (თაბუკაშვილის ქ. #5)  ძეგლთა დაცვის სამსახურის ფუძემდებლის,  არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.


ღონისძიებას  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

 

სააგენტოს შენობაში მოეწყობა არქიტექტორის მიერ აკვარელში შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, გაიმართება მისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და ეზოში გაიხსნება ირაკლი ციციშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია არქიტექტორი გურამ ნიკოლაძე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფასადზე გაიხსნება ირაკლი ციციშვილის მემორიალური დაფა.



 

right_banner
არქივი
right_banner