logo_geo
eng_logo
ოპერის თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა
- +

21 დეკემბერი. 2016. 01:43



20 დეკემბერს, ოპერის თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტი გაიმართა.


კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა.


როგორც კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხდა, გორის ქალთა გუნდმა სრულყოფილი ევროპული ტურნე ჩაიწერა თავის გამოცდილებაში. მინისტრმა მათ წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი საღამოსთვის.


„პირველრიგში ამაყი ვარ, რომ ასეთი კოლექტივი გვყავს, გორის ქალთა გუნდი, რომელმაც პირველად პროფესიული მუსიკის ისტორიაში, ასეთი სრულყოფილი ევროპული ტურნე ჩაიწერა თავის გამოცდილებაში. ამან მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია. მათ როგორც ევროპული, ისე მსოფლიო საპროდიუსერო ცენტრების და კომპანიების  ყურადღება მიიპყრეს. მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო, ამ პროფესიონალიზმისთვის და საქმისადმი სიყვარულისთვის",- განაცხდა მიხეილ გიორგაძემ.


როგორც მომღერალმა ქეთი მელუამ აღნიშნა, მას დიდიხანია სურდა საქართველოში კონცერტის ჩატარება, მაგრამ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მელუამ დასძინა, რომ დღეს ის ბედნიერია, რადგან მოხერხდა ქართველი მაყურებლის წინაშე წარმდგარიყო.


„ამ საღამოს დიდიხანია ველოდებოდი. სულ იყო პრობლემები. არ გამოდიოდა კონცერტის საქართველოში ჩატარება. სიტყვები არ მყოფნის ისეთი გახარებული ვარ. მეგონა, რომ ვინერვიულებდი, რადგან დარბაზში ჩემი მეგობრები იყვნენ. დღეს სულ სხვა ატმოსფერო იყო. ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიძაშვილები ყველა მოვიდა. ამ ორი წლის მანძილზე, გორის ქალთა გუნდთან ერთად ამდენ წარმატებას არ ველოდი. ჩემი თვალით დავინახე ქართველები, როგორი ძლიერები და ნიჭიერბი ვართ",- განაცხადა ქეთი მელუამ.



გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ ტურნესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შრომა დაფასდა.

„ტურნემ ძალიან კარგად ჩაიარა. მე და ქეთის როგორც წარმოგვედგინა, ყველაფერი იმაზე უკეთე წავიდა. ჩვენი დიდი შრომა მგონია, რომ დაფასდა. ქართველი მაყურებელი ძალიან თბილი იყო. სახლში, რომ ხარ სხვანაირად ნერვიულობ, მაგრამ ეს ნერვიულობა მიბიძგებდა კონცერტის დაწყებას. ძალიან ბედნიერი ვარ",- განაცხადა თეონა ცირამუამ.

 

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც დაესწრო. კონცერტის შემდეგ აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადასცა.


ქართველ მომღერალს ღირსების ორდენი საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის გადაეცა.


 

 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner