logo_geo
eng_logo
დღეს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
- +

22 დეკემბერი. 2016. 10:33



22 დეკემბერს 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი (155 წელი) მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, გამომცემლობა „პალიტრა L"-ის ინიცირებით გამოცემული წიგნების  (ვაჟა-ფშაველა, ვაჟა ფშაველა „მარადიული ღირებულებები") პრეზენტაცია.


მოწვეული სტუმრები - ცნობილი პოეტები და მწერლები, ისაუბრებენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. მსახიობები მხატვრულად წაიკითხავენ ნაწყვეტებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან.


საღამოს მუსიკალურად კომპოზიტორი და მუსიკოსის დავით ევგენიძის ბენდი გააფორმებს.


 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner