logo_geo
eng_logo
ხვალ გამოფენა „იდენტურობის ფორმირება“ გაიხსნება
- +

23 დეკემბერი. 2016. 18:26


 


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა".


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით  „იდენტურობის ფორმირება".


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც დამთვალიერებელს უჩვენებენ ქართული თანამედროვე ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობასა და მასში ექსპერიმენტების სხვადასხვა დონეს. 


გამოფენაში მონაწილეობს უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე შვიდი ქართველი ხელოვანი: ლევან მინდიაშვილი, ანა ჩადუნელი, თამარ მჭედლიშვილი, დავით მესხი, გიორგი ტაბატაძე, ანა ზირაქაშვილი და გიო სუმბაძე.  


თითოეული არტისტი თავის კონკრეტულ სამყაროს წარმოგვიდგენს, სადაც ადამიანები ფუჭი ოცნებით ცხოვრობენ, ცვლილებების პროცესში მყოფი ქვეყნის, საზოგადოებრივ და  კერძო სივრცეებში. ექსპერიმენტების მრავალფეროვნებით ავტორები კულტურას თავისი განსხვავებული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში წარმოგვიდგენენ.


„იდენტურობის ფორმირება" 2016 წლის ივნისში კიევში ჩატარდა და „თანამედროვე ხელოვნების გალერეის " პროექტის პირველ გამოფენას წარმოადგენდა.


გამოფენა „იდენტურობის ფორმირება" 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.




 

right_banner
არქივი
right_banner