logo_geo
eng_logo
თეატრალური პრემია „დურუჯი 2016“-ის დაჯილდოვების ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართება
- +

26 დეკემბერი. 2016. 18:00



27 დეკემბერს, 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, რიგით  VIII  თეატრალური პრემია „დურუჯის" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


 „დურუჯი" - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის ცისკრი" და „რედიქს ჯგუფის" ორგანიზებით უკვე მე-8 წელია იმართება. 2016 წელს, ჯამში 20 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 7 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე  21 ნომინანტი. დაჯილდოვების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდება ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის,  რომლებიც  21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულებს გამოავლენენ.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის" ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატს, პირადად გადასცემს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებულ სპეციალურ ფულად პრემიას.


დურუჯი 2016" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

 

  • საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს;
  • საუკეთესო მსახიობიქ ალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
  • საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
  • საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი - ადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2017წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.

 

 



 

right_banner
არქივი
right_banner