logo_geo
eng_logo
პირველი ღონისძიება აჭარის განახლებულ მწერალთა სახლში
- +

6 იანვარი. 2017. 13:59





„ძვირფასო მეგობრებო!

განახლებული მწერალთა სახლი, 27 იანვარს ახალ დარბაზში, გეპატიჟებათ, ცნობილი ბათუმელი პოეტის - შოთა ზოიძის პოეზიის საღამოს, ლექსების განხილვასა და წიგნის წარდგინებაზე", - ამის შესახებ აჭარის მწერალთა სახლის facebook გვერდზე ვკითხულობთ.


საღამოს წაიყვანენ - გენრი დოლიძე და როინ აბუსელიძე.

დასწრება თავისუფალია!



აქვე ერთი ლექსი, შოთა ზოიძის შემოქმედებიდან:


რა დრო გასულა, რა დრო გასულა,

არ მახსოვს როდის იყო ავდარი,

მე რომ გოგონას გუნდა ვესროლე,

ის გოგო უკვე დედა გამხდარა,

რა დრო გასულა რა დრო გასულა,

რა გნიასია? რა შრიალია?

მე რომ გოგონას გუნდა ვესროლე,

ის გოგო უკვე ბავშვიანია.

ამ შუადღითაც, მოულოდნელად,

მოპირდაპირე სახლის ეზოდან,

ბაფთიან გოგოს შუა ქუჩაში,

შავლეგო ბიჭმა გუნდა ესროლა.

ბიჭმა სიცოცხლით სავსემ ესოდენ,

გულს სინანულის ფიფქი მოჰფინა,

მე რომ გოგონას გუნდა ვესროლე,

თურმე იმისი ვაჟი ყოფილა.




 

right_banner
არქივი
right_banner