logo_geo
eng_logo
პროექტი „საქართველოს მატიანე“
- +

22 დეკემბერი. 2017. 00:25


 

30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი  ზურაბ მაღალაშვილი და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი სამუშაო ვიზიტით  კინოსტუდია „ქართულ ფილმს" ეწვევიან და პროექტ „საქართველოს მატიანეს" არქივის მასალებს დაათვალიერებენ. (მისამართი: დიღომი, ახმეტელის 10ა)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, სტუდია „მემატიანესა" და „ქართული ფილმის" ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „საქართველოს მატიანე". 

პროექტი გულისხმობს სტუდია „მემატიანეს" არქივიდან კინოფირების  (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას. პროცესი დაწყებულია - პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე 5000-მდე კოლოფი დახარისხდება. ფირების ციფრულ ფორმატში გადაყვანას კინოსტუდია „ქართული ფილმი" საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ  ბაზაზე განახორციელებს. 

პროექტს საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა, როდესაც კულტურის მინისტრი, კინოცენტრისა და არქივის დირექტორები მედიასთან ერთად დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს" ეწვივნენ. სტუდიაში დაცული უნიკალური დოკუმენტური მასალა - ფირების 25 000 კოლოფი, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიას ასახავს, ბოლო ათწლეულებია განადგურების პირას იყო მისული.

შემოწმებული მასალები უკვე გადატანილია და ინახება კინოსტუდია „ქართული ფილმის" საგანგებოდ ახლადგარემონტებულ სივრცეში. საცავები გარემონტდა „ქართული ფილმის" მიერ სპეციალური სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოები კინოცენტრის მიერ მივლენილი დამოუკიდებელი ექსპერტის ზედამხედველობით ხორციელდება.

შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საგანგებო კომისია:

ზურა მაღალაშვილი - კინოცენტრის დირექტორი

გიორგი კალანდია - ხელოვნების სასახლის დირექტორი 

ნინო ძანძავა - ეროვნული არქივის წარმომადგენელი

ვერა ნიკოლაძე - ექსპერტი 


„საქართველოს მატიანე"

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ კინოსტუდიებს შეუწყდა სახელმწიფო დაფინანსება, მათ შორის დოკუმენტური ფილმების სტუდიას „მემატიანეს", რომლის საცავებში არსებული მასალის ნაწილი ზოგჯერ ობიექტური, ზოგ შემთხვევაში კი ადამიანთა დაუდევრობის გამო წლების განმავლობაში თანდათანობით ნადგურდებოდა.  საცავი ძირითადად რამდენიმე სპეციალისტის ენთუზიაზმითა და თავდადებით, მწირი შემოწირულობებისა და „ქართული ფილმის განვითარების ფონდის" დახმარებით შენარჩუნდა. სტუდია „მემატიანეში" დღემდეა შემორჩენილი უნიკალური საფილმო მასალები და მათი რაოდენობა 25 000 ყუთს აღემატება, მათ შორის არსებობს არაიდენტიფიცირებული ქრონიკალურ-დოკუმენტური  მასალა  (დაახლოებით 3000 ყუთი) რომელიც ჩვენი  ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებს შეიცავს 1918 წლიდან 2000 წლამდე. მათ შორის არის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები სავ: 1911 წ, საქართველოს გვარდიის სავ. 1918-21 წ, ჯარების ბათუმში შემოსვლა სავ: 1920 წ, აფხაზეთის ომის ქრონიკები, დოკუმენტური ციკლის „საქართველოდან ევროპაში" უნიკალური მასალა და სხვა.  სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  აღნიშნული ფირების გაწმენდა,  იდენტიფიცირება, დათარიღება, საინფორმაციო ბაზის შექმნა, იმისათვის რომ ვიცოდეთ თუ რა სიმდიდრეს ფლობს ჩვენი ქვეყანა.   ასევე აუცილებელია განხორციელდეს ფირების  საინფორმაციო ხასიათის სკანირება (ყოველი იდენტიფიცირებული  ნაწილის 1 წუთიანი მონაკვეთი), რაც საფუძველს მოგვცემს საარქივო მასალის ელექტრონული ბაზა შევქმნათ. კინოცენტრის  ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც გააკონტროლებს და მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ სამუშაოებს.


საქართველოში არსებული კინოფირების მოვლა-პატრონობის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს ქართული კინომემკვირეობის დაბრუნების პროცესშიც. უახლოეს პერიოდში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდ ""გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინოარქივიდან, სამშობლოს, კიდევ 11 ფილმი დაუბრუნდება. .ფილმები მოიცავს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდს. აქედან, 5 ფილმის - „ქორწილი", „ქოლგა", „მუსიკოსები", „ფეოლა", „შერეკილები" - ასლების დამზადების ღირებულებას ფარავს პროექტის პარტნიორი კომპანიები: „თი-ბი-სი" ბანკი, „ჯი-ემ-თი" ჯგუფი და კომპანია „ბორჯომი".

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდ "გოსფილმოფონდსა" და საქართველოს კულტურის სამინისტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ქართულ მხარეს 1916-1990 წლებში შექმნილი ქართული ფილმები ეტაპობრივად გადმოეცემა. საქმე ეხება ანიმაციურ, დოკუმენტურ, ფერად და შავ-თეთრ ქართულ ფილმებს, რომელიც პოზიტივის ფორმით ამ დრომდე "გოსფილმოფონდის" არქივში ინახება.

ამ ეტაპზე ფილმებს ეროვნულ არქივში შეინახავენ. მომავალში, სამინისტრო ფილმსაცავის მშენებლობასაც გეგმავს, რადგან ფირების შესანახად და მათ შესანარჩუნებლად სპეციალური პირობების შექნაა საჭირო.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner