logo_geo
eng_logo
26 დეკემბერს გახდება ცნობილი, ვინ უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს
- +

25 დეკემბერი. 2017. 21:17



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ დაასახელებს, მისი რომელი მოადგილე უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს.


მისივე თქმით, მედეა მეტრეველი რჩება პროექტში და მითქმა-მოთქმა უნდა დასრულდეს.

 

„როგორც მე ვამბობდი, ისე იქნება. წიგნის ეროვნული ცენტრი არ ჩამოშორდება პროექტს, პირიქით, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. შეიქმნება ფართო მასშტაბიანი საზოგადოებრივი საბჭო და ყველამ

აქტიურად უნდა ვიმუშაოთ", -  აცხადებს მიხეილ გიორგაძე.


ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner