logo_geo
eng_logo
გურამ თიკანაძის ფოტო-გამოფენა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 03:50

 

 

ფრანკფურტში მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი ალპინისტისა და ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიმართა. ექსპოზიციას „სხვა საბჭოთა ადამიანი“ ჰქვია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურული პროგრამის შემადგენელი პროექტია. გამოფენა "ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის მიერ გადაღებული, სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები. გურამ თიკანაძე 1963 წლის 27 აგვისტოს, კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალიდან – შხარადან დაშვების დროს, ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სახელი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მწვერვალს ეწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×