logo_geo
eng_logo
18 ნოემბერს ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის „უკან მომავალში“ საქველმოქმედო პრეზენტაცია გაიმართება
- +

13 ნოემბერი. 2018. 19:49

 

18 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე ,რესტორან „კრწანისში“ გაიმართება ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის (რომანის) - „უკან მომავალში“ საქველმოქმედო პრეზენტაცია, სადაც ავტორი თავად წარადგენს საკუთარ ახალ წიგნს და დოკუმენტურ-ისტორიულ რომანს, რომელიც ნაწილობრივ ფანტასტიკის ჟანრში ვითარდება: - 2008 წლის ცხინვალის ომის დროს შვილმოკლული მამა, სოსო შუბითიძე, 20 წლის ჯარისკაცი შვილის, აჩოს დაკარგვით მიღებული ფსიქოლოგიური სტრესის გავლენით - წარსულში, 90-ანი წლების საქართველოში, დღეს რეალური საოკუპაციო ხაზის ადგილიდან მოხვდება, დროში მოგზაურობით, ეპოქაში, როცა დაიწყო სამაჩაბლოს ომი.

 

რომანში დინამიურად ვითარდება ის მოვლენები, რაც 1990 წლიდან 1993 წლამდე ვითარდებოდა, ავტორი ბევრ საიდუმლო ფაქტს და მოვლენას ხსნის ტაბუს, - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მარცხის ნამდვილი მიზეზი, რომელ ქართველ მომღერალ ქალბატონს ეტრფოდა ფარულად საქართველოს პირველი პრეზიდენტი, უბრალო ქართველი გმირების დაკარგული გვარი-სახელები, - უმდიდრესი ფოტო-დოკუმენტური მასალა წარსულის დღეების გასახსენებლად, ფოტოები, რომელიც აქამდე არსად არ გამოქვეყნებულა...

 

წიგნის ავტორი ხსნის საკუთარ დახურულ არქივებს და მკითხველს, ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი რომანის ფორმატით სთავაზობს 90-ანი წლების საქართველოს დღემდე ბევრ საიდუმლო ისტორიას...  ქართული ფულის ერთეულის, ლარის - შემოღების ნადვილი და დღემდე დაკარგული ისტორია, ვინ ისროლა თბილისის ომის დაწყებისას  პირველი ტყვია, ვინ იყო 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ქართველების ერთიანობის მოთხოვნით შიმშილობის საპროტესტო აქცია დაიწყო და თავი სასიკვდილოდ გადადო...

 

ზვიად გამსახურდიას, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, გია ჭანტურიას და 90-ანი წლების გმირების თუ ანტიგმირების საინტერესო ინტერვიუები...

 

შვილმოკლული მამის მცდელობა უკან მომავალში დასაბრუნებლად, ყოველდღიური ისტორიების ფონზე ვითარდება - დაუჯერებელი ღალატი ქართველისგან და წარმოუდგენელი გვერდში დგომა მტრის ჯარისკაცისგან, რუსული ოკუპაციის ფარული დეტალები, დამაინტრიგებელი მოვლენები, რომლის შესახებ დღემდე არსად, არავის დაუწერია, რა ხდებოდა 90-ანი წლების საქართველოში სინამდვილეში, ავტორმა ერთ რომანში გააერთიანა, ფანტასტიკის და დოკუმენტური მოვლენების სინთეზით.

 

ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ჭეშმარიტ ქართველს, ვისაც სურს იცოდეს სიმართლე, უნდა ჰქონდეს საკუთარ ბიბლიოთეკაში.

 

P.S. წიგნის პრეზენტაცია დაგეგმილია საქველმოქმედო ფორმატში, ადგილზე რეალიზებული წიგნების სრული თანხა გადაირიცხება სოციალურ პროექტში „ვაჩუქოთ ღიმილი ბავშვებს“, თითო სტუმარი - მინიმუმ 1 წიგნი და შესაბამისად +1 გახარებული ბავშვია... (ფასი 10 ლ.)

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×