logo_geo
eng_logo
საფრანგეთში, არლის მუზეუმში ფიროსმანი ვან გოგთან ერთად გამოიფინება
- +

25 დეკემბერი. 2018. 23:25

 

 

ალბერტინას მუზეუმის შემდეგ ფიროსმანის ნახატები საფრანგეთში, არლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებასთან ერთად გამოიფინება.

 

ქალაქ არლში, სადაც ვან გოგმა ბოლო წლები გაატარა, ერთობლივი გამოფენა 2019 წლის მარტშია დაგეგმილი. ინფორმაცის ეროვნული მუზეუმი ადასტურებს.

 

მუზეუმის განცხადებით, არლის ვან გოგის ფონდთან გამოფენის დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ექსპოზიცია მონესთან და შაგალთან ერთად 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.

 

აღსანიშნავია, რომ ალბერტინას მუზეუმში გამართული გამოფენის შემდეგ ფიროსმანის ფასმა საერთაშორისო აუქციონებზე მოიმატა.

 

ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანი უპრეცედენტოდ ბევრმა დამთვალიერებელმა ნახა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×