logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კესო გიორგაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა
- +

29 დეკემბერი. 2018. 02:49

 

„ფერები ყველაფერს ამბობენ, ხანდახან სიტყვებზე მეტსაც“ - ასე ფიქრობს17 წლის თვითნასწავლი მხატვარი, კესო გიორგაძე. ახალგაზრდა მხატვრის ნახატების პირველ პერსონალურ გამოფენას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

 

კესო გიორგაძე: - „გამოკვეთილი მიმართულება არ მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ძიების პროცესში ვარ. რაც მომწონს, რასაც ვხედავ და როგორც ვხედავ, ასევე რასაც ვგრძნობ, ყველაფერი მიდა ჩემი პალიტრით გადმოვცე ტილოზე, ქაღალდზე და ზოგჯერ ხეზეც. კაშკაშა და მხიარული ფერები მიყვარს. ხატვის პროცესი უბრალოდ მაბედნიერებს“.

 

როგორც თავად აღნიშნა მას საეტაპო პერიოდი აქვს, სკოლას ამთავრებს და საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ინტენსიურად ემზადება. კესო თავის თვას მომავალში არქიტერის და დიზაინის სამყაროში ხედავს, სწავლას კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს. „სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა რთული პროცესია, რომელიც თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზების გზით არის შესაძლებელი"- აცხადებს ახალგაზრდა ხელოვანი.

 

ის არ ელოდება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას, ის ცდილობს სამყარო მის ირგვლივ   უკეთესი თავად გახადოს, ფერადი და პოზიტიური.

 

გამოფენის სტუმრები თვითნასწავლი მხატვრის 20-მდე ფერწერულ ნამუშევარს გაეცნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×