logo_geo
eng_logo
"დამმარხეთ სულ უბრალოდ..."- ამონარიდი ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძიდან..
- +

8 იანვარი. 2019. 03:24

 

 

გთავაზობთ ამონარიდს ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძიდან, რომელიც შედგენილია ლევილში, 1943 წლის 26 დეკემბერს:

 

"...დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად დავიმარხო მღვდლის დასწრებით. ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდამოდ ნაყიდია. ქაღალდი ამ ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ, ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით: Consession a perpetuite და შემდეგ: პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი (1863 – 19--) და ნინო თაყაიშვილისა (1873 – 1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს. თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ, ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხის ძეგლისა..."

 

3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე იყო...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×