logo_geo
eng_logo
ჯემალ ღაღანიძე: მედეა ჩახავა მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს თესავდა!
- +

25 მაისი. 2016. 18:37


 

 60 წელია ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია და ამით ძალიან ამაყობს. კიდევ იმითაც არის ამაყი, რომ ლეგენდარული სპექტაკლის - „კავკასიური ცარცის წრის" ყველა დადგმაში მონაწილეობდა. ამბობს, რომ პროფესიის წყალობით, თეატრში ულამაზესი ქალბატონების გვერდით მოხვდა. მსახიობმა ჟურნალ „გზასთან" გაიხსენა პარტნიორები და საყვარელი მეგობრები, გასახსენებელი კი ნამდვილად ბევრი ჰქონდა.


„ყველა  მსახიობ ქალბატონთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ განსაკუთრებით, მედეა ჩახავასთან ვმეგობრობდი. ჩემი დებიუტი თეატრში სპექტაკლ „ ფილოსოფიის დოქტორში" შედგა, სადაც მედიკო მთავარ როლს ასრულებდა. იგი უკვე გამოცდილი არტისტი იყო, შეეძლო გულშემატკივრის პოზიციიდან რაღაცა შეესწორებინა კოსტიუმში ან კარგი რჩევა მოეცა. მედეა ჩახავას მეზობლად ვცხოვრობდი. ძალიან ვახლობლობდით, დიდი სიყვარული და პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის მიმართ. მედეა ისეთი მეოჯახე იყო, ვხუმრობდი ხოლმე: მათი დამხმარე ქალი მარუსია, დილით მედეას ეკითხება, - საუზმე მზად არისო? დილის 7 საათიდან იწყებოდა მისი დიასახლისობა, ყველაფერს ასწრებდა. ისე გარდაიცვალა, ამ ქვეყნად ერთი განაწყენებული ადამიანი არ დაუტოვებია", - აღნიშნა ჯემალ ღაღანიძემ.

 

 

 

http://livenews.ge/inside.php?menuid=164&id=324



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner